მანჩინი: ჩვენთვის მოგება აუცილებელი არ იყო

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე უელსის 1:0 დამარცხების შემდეგ კომენტარი იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ გააკეთა:

"უკეთეს თამაშზე ფიქრიც კი არ შეიძლებოდა. შესაძლოა, მეტი გოლის გატანაც შეგვეძლო, მაგრამ ძალიან ცხელოდა, მოედანზე კი ბრძოლა იყო. ასე რომ, ბიჭებმა კარგად იმუშავეს.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 3-4 ფეხბურთელის შეცვლის შემდეგ გუნდი არ იცვლება. ყველამ იცის, რა უნდა აკეთოს და საბოლოო პროდუქტი არ იცვლება.

ყოველმა ფეხბურთელმა დაამტკიცა, რომ ძირითად შემადგენლობაში თამაში შეუძლია. დღეს ჩვენთვის მოგება აუცილებელი არ იყო, მაგრამ ჩვენ მაინც გამარჯვებისთვის ვიბრძოდით. ეს ძალიან მნიშვნელოვანია", - ციტირებს
მანჩინის უეფას საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული