იტალიის ნაკრებმა მორიგი გამარჯვება იზეიმა, ამჯერად გადახალისებული შემადგენლობით (მანჩინიმ სასტარტოში 8 ახალი ფეხბურთელი დააყენა) უელსს 1:0 სძლია. მასპინძელთა უპირატესობა უდიდესი იყო და 39-ე წუთზე „ატალანტას“ მეტად აქტიურმა ნახევარმცველმა პესინამ ანგარიში გახსნა.
შესვენების შემდეგ კვლავ ერთი გუნდი თამაშობდა, მეორე თამაშში ხელის შეშლას ამაოდ ცდილობდა და 55-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით ბრიტანელთა ნახევარმცველი ამპადუ ბერნარდესკისთან უხეშობისთვის გააძევა (ეს ტურნირზე პირველი გაძევებაა). დარჩენილ დროში "სკუადრა აძურამ" კიდევ რამდენიმე მომენტი ვერ გამოიყენა და მინიმალური ანგარიშით
იტალიამ ზედიზედ 11 მატჩი საერთო ანგარიშით 32:0 მოიგო! - ბოლოს გოლი 2020 წლის 14 ოქტომბერს ნიდერლანდებთან ერთა ლიგაზე გაუშვა (1:1) და გოლგაუშვებელმა დრომ 1000 წუთს გადააჭარბა. თან, ბოლო 30 შეხვედრაში დაუმარცხებელია და 1939 წელს დამყარებული საკუთარი რეკორდი გაიმეორა.
26 ივნისს იტალია 1/8 ფინალში უკრაინას ან ავსტრიას დაუპირისპირდება, ხოლო უელსი იმავე დღეს B ჯგუფის მეორეადგილოსანს.
რომი. „ოლიმპიკო“
იტალია - უელსი 1:0
გოლი: პესინა (39)
გაძევება: ამპადუ (55)
ბაქო. „ოლიმპია“
თურქეთი-შვეიცარია 1:3
გოლები: 0:1 სეფეროვიჩი (6), 0:2 შაქირი (26), 1:2 კაჰვეჩი (62), 1:3 შაქირი (68)