ევროპის ჩემპიონატის უკანასკნელ ტურში დანიასთან 1:4 დამარცხებისა და ჯგუფში ჩარჩენის შემდეგ კომენტარი რუსეთის ნაკრების თავდამსხმელმა არტიომ ძიუბამ გააკეთა.
"გვიყვარს საკუთარ უკანალზე თავგადასავლები, ამიტომაც ჩავისვარეთ დღეს. თუ იგრძნობა, რომ ბელგიელები დონით მაღლა დგანან, დანიასთან, პლუს-მინუს, ერთი კლასისანი ვართ. რომ არა ის სულელური გოლი...
მინდა გულშემატკივრებს ბოდიში მოვუხადო. ყველას, ვისაც ჩვენი სჯეროდა - ჩვენ ძალიან დამნაშავენი ვართ, ხოლო ვინც ამაზე ოცნებობდა - სიამოვნება მიიღეთ. შეგიძლიათ დედა გვაგინოთ, გვლანძღოთ, ალბათ, მართლები იქნებით.
ნებისმიერ შემთხვევაში, მადლობა ყველას, ვისაც ჩვენი ბოლომდე სჯეროდა. ჩვენ ვიბრძოდით, გვინდოდა
ანგარიში გაგვეთანაბრებინა, მაგრამ მივიღეთ მესამე გოლი, მეოთხე", - დაიჩივლა ძიუბამ Матч ТВ-ის ეთერში.
რუსეთის ..............................!!!