ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთთან მატჩის წინ კომენტარი ხორვატიის ნაკრების მცველმა დომაგოი ვიდამ გააკეთა.
"ესპანეთის ნაკრები შესანიშნავი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ძლიერი ნაკრებია, მაგრამ გაცილებით უკეთესი ხავისა და ინიესტას დროს იყო. თუმცა, ორშაბათს მაინც ჯოჯოხეთი გველის. გამარჯვების შანსის მისაღებად სრულად დახარჯვა გვმართებს.
სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, როდესაც ბურთი მეტოქეს ექნება და სწრაფი კონტრშეტევები წამოვიწყოთ. ესპანეთს უბურთოდ თამაში არ უყვარს. ამისგან მაქსიმალური სარგებელი უნდა ვნახოთ", - ციტირებს ვიდას უეფას საიტი.
ამ გუნდების შეხვედრა 28 ივნისს კოპენჰაგენში ჩატარდება.