მოქმედი ჩემპიონების დამარცხება ბელგიას 2 ლიდერის ფასად დაუჯდა?!

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრებმა ევრო 2020-ის მეოთხედფინალში პორტუგალია კი დაამარცხა, მაგრამ ეს მათ ორი ლიდერის - კევინ დე ბრუინისა და ედენ აზარის ტრავმის ფასად დაუჯდათ.

მეორე ტაიმის დასაწყისში "მანჩესტერ სიტის" ლიდერი დე ბრუინი ტერფის ტრავმის გამო იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.

დე ბრუინმა ტრავმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიიღო და ამის გამო ევროპის ჩემპიონატის საწყისი ტურის გამოტოვება მოუხდა.


Sportall.Ge

შეხვედრის მიწურულს, 87-ე წუთზე, მოედნიდან მადრიდის "რეალის" შემტევი ედენ აზარიც გავიდა.

მატჩის შემდეგ ბელგიელთა კიპერმა ტიბო კურტუამ თქვა, რომ ედენი თავს კარგად არ გრძნობს, ხოლო მთავარი
მწვრთნელის, რობერტო მარტინესის განცხადებით, მადრიდის "რეალის" მოთამაშეს გამოკვლევების ჩატარება დღეს, 28 ივნისს მოუწევს.

მიუხედავად იმისა, რომ 30 წლის ფეხბურთელის დაზიანების ხარისხი ჯერ დადასტურებული არაა, ბელგიის ნაკრების კაპიტნის იმედგაცრუებული გამომეტყველება ყველაფერზე მეტყველებდა, თანაც მარჯვენა ბარძაყზე მას სახვევი ეკეთა.

ეს ამ სეზონში ედენ აზარის მეშვიდე ტრავმაა. მას უკანასკნელი 182 დღის გამოტოვება მოუწია.

ბელგიის ნაკრები მეოთხედფინალურ შეხვედრას 2 ივლისს იტალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.


მომზადებულია MARCA-ს მიხედვით

altბელგიამ პორტუგალია გაჭირვებით დაამარცხა და მეოთხედფინალში იტალიას შეხვდება [VIDEO]

altნიკა გვარამიამ კრიშტიანო რონალდოს დასცინა [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული