რონალდუსგან ვერაფერს გამორიცხავ - ითამაშებს თუ არა ვარსკვლავი ევროპის მომავალ ჩემპიონატზე?!

AutoSharing Option
ბელგიის ნაკრებთან მარცხის (0:1) შემდეგ კრიშტიანუ რონალდუმ ევროპის ჩემპიონატი უკვე დატოვა, მაგრამ ის ხუთი გოლით ჯერჯერობით საუკეთესო ბომბარდირად რჩება.

რონალდო ბელგიის წინააღმდეგ ბევრს ეცადა, თუმცა გოლის გატანა საჯარიმო დარტყმითაც არ გამოუვიდა...

ევროპის ჩემპიონატზე გატანილი 14 გოლით პორტუგალიელი ამ ტურნირის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

ითამაშებს თუ არა კრიშტიანუ რონალდუ ევროპის მომავალ ჩემპიონატზე?! - მისგან ვერასდროს ვერაფერს გამორიცხავ, მაგრამ ის 39 წლის იქნება, როდესაც ევროპის შემდეგი ჩემპიონატი ჩატარდება (2024 წელს).

ევრო 2020 რონალდუსთვის კონტინენტის მეხუთე მთავარი ტურნირი იყო. ის 2004, 2008, 2012 და
2016 წლებშიც მონაწილეობდა. პორტუგალიელმა ვარსკვლავმა 2016 წელს ტურნირზე გაიმარჯვა, ერთხელ კი მეორე ადგილზე დაასრულა (2004 წელს).

ბელგიასთან მატჩის შემდეგ რონალდუ უხასიათოდ იყო და პირდაპირ გასახდელში შევიდა.

ყატარის მუნდიალამდე მხოლოდ წელიწად-ნახევარია, მსოფლიო თასი კი ერთადერთია, სადაც რონალდუს ჯერ კიდევ ვერ გაუმარჯვია...


მომზადებულია marca-ს მიხედვით

altბელგიამ პორტუგალია გაჭირვებით დაამარცხა და მეოთხედფინალში იტალიას შეხვდება [VIDEO]

altნიკა გვარამიამ კრიშტიანო რონალდოს დასცინა [PHOTO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული