შვეიცარიელთა მეკარე თავის როლზე სათამაშოდ დე ნიროს მიიწვევს

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შვეიცარიამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა, კილიან მბაპეს მიერ შესრულებული გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი კი მეკარე იან ზომერმა მოიგერია, რომელიც რა გასაკვირია, ნამატჩევს კარგ ხასიათზე გახლდათ.

"ჩვენ ისტორია დავწერეთ. მთელი ძალები მოედანზე დავტოვეთ. როდესაც მსოფლიოს ჩემპიონს თამაშს 1:3-დან შემოუტრიალებ...

ჩვენი არავის სჯეროდა, მაგრამ ყველაფერი შევცვალეთ და ვთქვით, რომ ბოლომდე გავალთ. საფრანგეთს ჰქონდა მომენტი, როდესაც 1:3-ისას ქედმაღლურად მოქმედებდა და ამით ცივსისხლიანად ვისარგებლეთ.

თამაშის სიუჟეტი ჰოლივუდური იყო? დე ნიროს უნდა დავურეკო, რათა ვკითხო, სურს თუ არა, ამ მატჩში ჩემი როლი ითამაშოს", -
განუცხადა ზომერმა "სპოქსს".

მკითხველის კომენტარები / 3 /
თქვენ თავში არ აგივარდეთ, ესპანეთი ძველი გუნდი არ არის, მაგრამ აგერ ხორვატიასთან აჩვენა ძალა. ამიტომ მთავარი კინო წინ გელით
: )))))))
29 ივნისი 2021 18:06
2
ჯერჯერობით იან ზომერი ტურნირის საუკეთესო მეკარეა, მეორე ადგილს კურტუას მივცემდი,მესამეს პიკფორდს.
საქართველო
29 ივნისი 2021 11:33
2
Zalian magra itamahet...gmirobaa..magram vnaxot espanettan ras izavt..garda penalis gamazvisa.ar mesmis mbape ratom ar hecvala..mtels hempionatze goli ver gaitana..jiru adreve unda gamoekvana...dehamma ar daapasa metoqe tavisi eqsperimentebit..zidania momavali prangebis mcvrtneli
Labirinti..
29 ივნისი 2021 07:35
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული