გერმანია ძლეულია - ინგლისი ნაკლებად თვალისმომჭრელად, მაგრამ გოლგაუშვებლად მიიწევს მიზნისაკენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში ინგლისმა გერმანია 2:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა.

ორივე გუნდი თავიდანვე ფრთხილობდა, ბევრი იყო ბრძოლა, ცოტა მომენტი. ყველაზე კარგი შანსი გერმანელთა თავდამსხმელ ვერნერს ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ინგლისელთაგან თამაშს მხოლოდ სტერლინგი ამწვავებდა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ მის მიერ წამოწყებული კონტრიერიშის შედეგად, როდესაც მიულერის შეცდომით ისრგებლა, ნოიერთან პირისპირ კეინი გაიჭრა. თითქოს გოლი გარდაუვალი იყო, თუმცა ბოლო მომენტში ჰუმელსმა ვარდნაში ბურთი აართვა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში გერმანიამ შეუტია და ჰავერცის უძლიერესი დარტყმული ბურთი პიკფორდმა ლამაზ ნახტომში
მოიგერია. თუმცა, უნდა ითქვას, დარტყმა იკითხებოდა, შორიდან შესრულდა და მეკარე იქვე იდგა. აქედან მოყოლებული, მოედანზე ერთგვარი შტილი ჩამოდგა, ორივე გუნდი გარისკვას ერიდებოდა და მეტოქის შეცდომის მოლოდინში იყო.

75-ე წუთზე თავისივე წამომწყებული კომბინაცია სტერლინგმა დააგვირგვინა და „სამი ლომი“ წინ გაიყვანა. ეს რაჰიმის მესამე გოლია მიმდინარე ტურნირზე და აღსანიშნავია, რომ ინგლისელთაგან გოლები აქამდე მხოლოდ მან გაიტანა.

სტუმრები მდევრის როლში აღმოჩნდნენ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გარისკვა მართებდათ და მალე ანგარიშის გათანაბრების შესაძლებლობა მიიღეს - მიულერი გოლკიპერთან პირისპირ გავიდა და მიზანს ვერ უწია. სამაგიეროდ, მალე კეინმა გრილიშის პასი მიიღო, ბურთს ნოიერის კარში მიუჩინა ადგილი და ინგლისმა გერმანია დიდი ტურნირის პლეი-ოფში 1966 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა.

გერმანია კი 2004 წლის შემდეგ პირველად ვერ გავიდა ევროპირველობის 1/4-ფინალში და ამით დასრულდა ბუნდესგუნდში ლიოვის 15-წლიანი ერა.

ინგლისი მეოთხედფინალში შვედეთსა და უკრაინას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ლონდონი. „უელსი“

ინგლისი - გერმანია 2:0
გოლები: 1:0 სტერლინგი (75), 2:0 კეინი (85)

altინგლისმა კარგი პირველი ტაიმი ჩაატარა, ხორვატიამ მეორე - D ჯგუფიდან 3 გუნდი გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 18 /
აუ რა გამისწორდაააა!! ის სამკლავური ერთ ადგილზე გაირჭოს ეხლა ნოიერმა
!!!!!!!
22:33 29-06-2021
9
ლიოვი ჩაგდებული 2018წლის მსოფლიოს მერე უნდა წასულიყო, მშვენივრად ჩანდა იქვე რომ აღარ მუშაობს მაგის ფეხბურთი
dato
09:39 30-06-2021
0

სიახლეები პოპულარული