ინგლისი ხელმოწერებს აგროვებს, რათა ფინალი გამეორდეს

AutoSharing Option
ინგლისის გულშემატკივრები იმ ფაქტს, რომ ფეხბურთი სახლში არ ბრუნდება, ვერ ეგუებიან. შეგახსენებთ, "სამი ლომი" ევრო 2020-ის ფინალში იტალიის ნაკრებთან პენალტების სერიაში დამარცხდა.

გულშემატკივრების ნაწილმა ფეხბურთელების მიმართულებით სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაც დაიწყო, მეორე მხარე კი ცდილობდა, თავი ხელში აეყვანა, რათა ყველაფრისდა მიუხედავად, ინგლისელებმა მოგებისთვის მაქსიმუმი ჩადეს.

ერთ-ერთმა გულშემატკივარმა change.org-ზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო, რათა ფინალი გამეორდეს.

"2021 წლის 11 ივლისს გამართული შეხვედრა სამართლიანი არ იყო" - წერს ავტორი.

"იტალიელმა შეხვედრის მიწურულს ინგლისელი ფეხბურთელი ისე დაიჭირა, თითქოს ის მისი მონა ყოფილიყო. აქ მას წითელი
ბარათი უნდა მიეღო, შეხვედრა კი განმეორებით უნდა გაიმართოს, არბიტრად კი ობიექტური ვინმე უნდა დანიშნონ".

პეტიციას ხელი 75 000-მა გულშემატკივარმა მოაწერა. აღსანიშნავია, რომ ხელმოწერების რაოდენობა სწრაფად იმატებს.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 20 /
სტერლინგის პენალტის მადლი შეგეწიოთ პეტიციის შეგროვებისას :))))
saba
12:09 13-07-2021
1
დანიასთან შეხვედრს გამეორების და ნახევარფინალში ჩარჩენის ღირსი ხართ. ფინალში რა ესაქმებოდა ინგლისს, რომ არა მსაჯების მონდომება??
რაგბის ფანი
11:54 13-07-2021
0

სიახლეები პოპულარული