ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში, A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები იასპარეზებს, კვიპროსი გასვლაზე შოტლანდიასთან 0:3 დამარცხდა.
მასპინძლები პირველ ტაიმში მაკგინმა დააწინაურა, შესვენების შემდეგ სტუმრებმა ანგარიშის გათანაბრება სცადეს, ბოლოს წინ დიდი ძალებით წავიდნენ და კიდევ ორი გოლი გაუშვეს - დუბლი შეცვლაზე შესულმა მაკტომინიმ შეასრულა.
შოტლანდია 28 მარტს ესპანეთს მიიღებს, ქეცბაიას გუნდი კი შემდეგ ოფიციალურ შეხვედრას 17 ივნისს გამართავს - "ჯვაროსნებს" უმასპინძლებს.
გლაზგო. "ჰემპდენ პარკი"
შოტლანდია - კვიპროსი 3:0
გოლები: 1:0 მაკგინი (21), 2:0 მაკტომინი (87), 3:0 მაკტომინი (90+3)
გაძევება: იოანუ (90+5)