ნორვეგიელები არდანიშნულ პენალტზე ჩივიან და ბათუმში მოგებას აპირებენ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის პირველ ტურში ესპანეთმა მალაგაში 3:0 სძლია ნორვეგიას. ესპანური პრესა აღნიშნავს, რომ მეტოქეს საუკეთესო თავდამსხმელი ჰოლანი არ ჰყავდა, მათ კი "ესპანიოლის" 32 წლის დებიუტანტის ხოსელუს სახით ახალი ჰოლანი ჰყავთ. ახალმა მწვრთნელმა დე ლა ფუენტემ ოთხი ისეთი ფეხბურთელი დააბრუნა, რომლებსაც კარგა ხანია "ფურია როხაში" აღარ უთამაშიათ - არისაბალაგა, ნაჩო ფერნანდესი, მერინო და ასპასი.

მოკლედ, ესპანელები გამარჯვებით გახარებულები არიან, თუმცა ყველაფერი შეიძლებოდა სულ სხვაგვარად მომხდარიყო. მაგალითად, პირველ ტაიმში კარვახალთან კონტაქტის შემდეგ საჯარიმოში წაიქცა სტუმართა გუნდის კაპიტანი ედეგორი და ნორდები
თვლიან, რომ მსაჯს პენალტი უნდა დაენიშნა. მეორე ტაიმში, როდესაც ანგარიში 1:0 იყო, სიორლოტმა კარგი მომენტი ვერ გამოიყენა და რომ გაეტანა, ვინ იცის, როგორ დასრულდებოდა მატჩი.  შეიძლება ითქვას, ესპანეთს გაუმართლა. ყოველ შემთხვევაში, ნორვეგია ასეთი ანგარიშით წაგებას არ იმსახურებდა.

vg-ის ჟურნალისტი შეხვედრის მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ ნორვეგია მეტოქეს არაფერში არ ჩამოუვარდებოდა და თუ საქართველოსთანაც ასევე ითამაშეს, სამ ქულას უეჭველი მოიპოვებენ.

Sportall.Ge

ნორვეგიელთა მწვრთნელი სოლბაკენი ბასტიენის მსაჯობით აღშფოთებული იყო და თქვა, რომ ფრანგული ქედმაღლობით უპასუხა პროტესტზე, როდესაც თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა. მისი თქმით, მეორე გაშვებულ გოლამდე თანაბარი თამაში იყო და თავისი შეგირდები კარგად გაისარჯენ.

სიორლოტმა დაიჩივლა, რომ რამდენიმე მომენტიდან ერთი მაინც რომ გამოეყენებინათ, ფრეს მიაღწევდნენ, პოზიტიური განწყობის შენარჩუნება მართებთ, შესარჩევი ეტაპი ხანგრძლივია და სამშაბათს ბათუმში ქართველების დამარცხებას აპირებენ.

ედეგორმა TV2-თან არდანიშნულ პენალტზე გაამახვილა ყურადღება, ბურთის უნარიანად ფლობაზე და დაბალ რეალიზაციაზე, რაც გამოსასწორებელია.

მკითხველის კომენტარები / 19 /
ამით ნორვეგიელები იმდენად საკუთარი მარცხის გამართლებას არ ცდილობენ, რამდენადაც ჩვენთან სათამაშო მატჩის არბიტრზე წინასწარ ახდენენ ზეწოლას... ძალიან აქტიურად იზჭიდავებენ ორივე საჯარიმოში და მაქსიმალური ყურადღებით უნდა ვიყოთ სტანდარტების შესრულებისას, - ამ მატჩის ბედს მცველების შეცდომები უფრო უმეტესწილად განსაზღვრავენ, ვინემ თავდამსხმელების ოსტატობა... წარმატებები ბიჭებს....
ვოოტ
26 მარტი 2023 13:56
1
1-1 როდის იყო მეორე ტაიმში კი არა საერთოდ?
bujanga
26 მარტი 2023 13:03
0
ნორვეგია კიარა, ვერც ესპანეთი ბრწყინავდა მაინცდამაინც და ჩვენთან მათი შანსები 50/50-ზეა, თუმცა საკუთარ კედლებში მათთან მოგებაზე უნდა ვიფიქროთ ისევე, როგორც ესპანეთთან!
სიტყვებმა: "მოგებას აპირებნენ", უფრო უნდა აგვანთოს. ბათუმში საინტერესო მატჩს ელის მთელი ქვეყანა და ამჯერად ყველა დროის საუკეთესო ფორმაში მყოფი ჯვეროსნების შეჩერება ვიკინგებისთვის ურთულესი იქნება. ჩვენ ვალდებული ვართ საკუთარი თამაში ვაჩვენოთ რადაც არ უნდა დაგვიჯდეს ეს, რადგან ტოპ ჩემპიონატების ქვეყნების წარმომადგენლები გაათმაგებული ყურადღებით არიან და არც ერთ ქართველს არ აინტერესებს თუ რას რას აპირებენ ნორვეგიელები. მთავარია რას ვაპირებთ ჩვენ და ჩვენ რასაც ვაპირებთ და რაც გვინდა მოგებაა!
ნებისმიერი ნაკრების პარპაში უნდა დამთავრდეს საქართველოში!
ლაშა
26 მარტი 2023 10:49
2
გაასწორეთ სტატია, ეტყობა ნაბახუსევზეა დაწერილი.
გიო
26 მარტი 2023 11:09
0
არაა ნორვეგია ის გუნდი (მითუმეტეს ჰალანდის გარეშე) აქ რომ ვერ მოვუგოთ. ჩემი პროგნოზია 2-0
რაბუ
26 მარტი 2023 12:48
7
Მემგონი ჩვენს ნაკრებს ძალიან გადაჭარბებულად ვაფასებთ, ძალიან კარგი თაობაა მაგრამ დაცვა და ნახევარ დაცვა ძალიან დიდი პრობლემა ა არარის საკმარისი მხოლოდ ხვიჩა, ერთი კაცი ვერ იგებს თამაშს, აი მაკრებიდან ვინ თამაშობს დაცვის ან ნახევარდაცვის ამპლუაში მაღალ დონეზე და სტაბილურად, არავინ და ეს პრობლემაა, ჩაკვეც ვერ არის ის რაც იყო, მონღოლეთი საზომი არარის, ცუდი პროგნოზის მოლოდინი მაქვს, თუმცა რათქმაუნდა წარმატებას და წინსვლას ვუსურვებ ბიჭებს.
მათე
26 მარტი 2023 12:39
5
როგორც დანია ჩავიდა ასტანაში მოსაგებად და რაც წაიღო, იმავეს წაიღებენ ეგენიც ბათუმიდან.დდდ
რრრ
26 მარტი 2023 19:31
0
"მოგებას აპირებან"...
შემთხვევით განადგურება არ უნდათ?!
ლაშა
26 მარტი 2023 11:30
2
მოგებით აუცილებლად მოიგებს ჩვენი ნაკრები და 28-ში, 22-დან 23 სთ.-მდე აუცილებლად დავწერ მათი გაპარტახების შესახებ კომენტარს!
ლაშა
26 მარტი 2023 12:34
0
არაა ცუდი გუნდი.დიდი ბრძოლა მოგვიწევს.წარმატებები
კახა ქ.
26 მარტი 2023 09:53
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული