საქართველოსთან შეხვედრამდე შოტლანდიამ ნორვეგიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, A ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები ასპარეზობს, შოტლანდიამ გასვლაზე ნორვეგია 2:1 დაამარცხა.

სტუმრებმა თავიდანვე ინიციატივა მასპინძლებს დაუთმეს, დაცვაში უზადოდ მოქმედებდნენ, მეტოქეს გასაქანს არ აძლევდნენ და უმომენტო პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. ტემპი დაბალი იყო, თამაში უსახური. მე-60 წუთზე საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე ბრძოლაში პორტეუსმა ჰოლანი წააქცია და ერლინმა პენალტით ნორვეგია დააწინაურა. მასპინძლები გამარჯვებასთან ახლოს იყვნენ, მწვრთნელმა სოლბაკენმა დაცვის გასაძლიერებლად სიორლოტი და ჰოლანი შეცვალა და დაისაჯა კიდეც - შოტლანდიამ, რომელსაც იქამდე მომენტი არ შეუქმნია, ორი გოლი გაიტანა, გაიმარჯვა და 9
ქულით ჯგუფის ლიდერია.

20 ივნისს, შოტლანდია საქართველოს, ხოლო ნორვეგია კვიპროსს უმასპინძლებს.

ოსლო. "ულევი"
ნორვეგია - შოტლანდია 1:2
გოლები: 1:0 ჰოლანი (61, პენ), 1:1 დაიკსი (87), 1:2 მაკლინი (89)

მკითხველის კომენტარები / 19 /
ბრავო,ნორვეგიის მწვრთნელს!შოტლანდიელთა სუპერვარსკვლავი აღმოჩნდა!ხუთივე შემტევი,ერთბაშად მოხსნა და გუნდური თამაში,მთლიანად დაანგრია.გოლების გშვება,უკვე ტექნიკური მხარეღა იყო!გულახდილად რომ ვთქვათ,შოტლანდიელებს,არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად,მაინც და მაინც თავიც არ შეუკლავთ და ჩვენთან თამაშს,გადაღლილები არ შეხვდებიან.
სოსო
13:36 18-06-2023
0
გელა-ს
დამშვიდდით მეგობარო. შოტლანდიელებს არ ადარდებთ თავისი დამოუკიდებლობა და თქვენ რატომ იშლით ნერვებს. :)
მხოლოდ ძველი ისტორიიდან ნუ გამოიტანთ დასკვნებს.
საუკუნეები კი იბრძოდნენ შოტლანდიელები დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ სადღაც, მგონი 10 წლის წინ, რეფერენდუმზე, დიდ ბრიტანეთში დარჩენას მისცა ხმა მოსახლეობის უმრავლესობამ. მაძღარი ცხოვრება არჩიეს დამოუკიდებლობას.
ეგეც თქვენი დაჩაგრული ერი და მელ გიბსონის ,,მამაცი გული". :)))
გოგია
09:43 18-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული