ჰოლანი კინაღამ გაიგუდა და გულშემატკივრებმა უსტვინეს

AutoSharing Option
ევროპირველობის შესარჩევ ციკლში ნორვეგიის ნაკრები ოსლოში შოტლანდიასთან 1:2 დამარცხდა. ამ მატჩში მასპინძლები თავის მიერვე მოპოვებული პენალტით ერლინ ჰოლანმა დააწინაურა, რომელიც 84-ე წუთზე შეცვალეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ის გულშემატკივრებს არ დაელაპარაკა და ავტობუსში ავიდა, რის გამო უსტვინეს.

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელის შეცვლის მიზეზი ნორვეგიის ნაკრების მწვრთნელმა სტოლე სოლბაკენმა განმარტა: "შეცვლა მომთხოვა. 10-12 წუთი დავახანე მისი მოედნიდან გაყვანა. ამ დროის განმავლობაში თითქოს რიცხობრივ უმცირესობაში ვიყავით. ერლინი დაიქანცა, სუნთქვა უჭირდა, უბრალოდ გაიგუდა. 30-გრადუსიანმა სიცხემ იმოქმედა".

მკითხველის კომენტარები / 20 /
ნორვეგიაშიც ყოფილან შვიშტოკიანები. თუ თითებით სტვენენ. საქმე იმაშია რომ როგორც ხვიჩასგან ნაკრებში მოელიან მოედანზე სასწაულებს,ისევეა ნორვეგიაშიც. ერლინგს და ხვიჩას რომ დაუსტვენ, მართლა დაფშტვენილი უნდა იყო. იმის მაგივრად რომ შეძახილებით გაამხნევონ,გადმოაგდებენ ორმეტრიან ენას და ასწავლიან ასე უნდა გექნა და არა ისე და ა.შ
დავით 67
03:00 20-06-2023
4
მე როგორც ვამჩნევ საქართველოში ეს უდიდესი ტალანტი,ლიგის რეკორდების მომხსნელი და მომავალშიც უამრავი გოლების გამტანი ბიჭი არ უყვართ, უმეტესობას კიდევ გარეგნობის გამო. გისურვებთ ობაფემი მარტინსის ცქერას. დღეს N1 ფეხბურთელია მსოფლიოში. ოქროს ბურთი მას ეკუთვნის და არა ვინმე სხვას.
დავით 67
12:45 19-06-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული