იტალიამ უკრაინას მოუგო - სპალეტიმ შვებით ამოისუნთქა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, C ჯგუფში, მეხუთე ტურში, იტალიამ საკუთარ მოედანზე უკრაინა 2:1 დაამარცხა.

დუბლი „ინტერის“ ნახევარმცველმა დავიდე ფრატეზიმ შეასრულა. ეს „სკუადრა აძურაში“ მწვრთნელ ლუჩანო სპალეტის პირველი გამარჯვებაა. მან ნამატჩევს განაცხადა, რომ მეორე ტაიმში მეტოქემ სერიოზული პრობლემები შეუქმნა, თავად 4 გოლი უნდა გაეტანათ და სანერვიულოდ არ უნდა გაეხადათ საქმე, თუმცა, რაც მთავარია, მოიგეს და ახლა მშვიდადაა.

ამავე ჯგუფში ჩრდილოეთ მაკედონიამ გასვლაზე მალტას 2:0 სძლია. გოლები ელმასმა და მანევმა გაიტანეს.

ჯგუფში 13 ქულით ლიდერი ინგლისია; იტალიას, უკრაინას და ჩრდილოეთ მაკედონიას 7-7
ქულა აქვთ, ხოლო მალტა უქულოდაა. აღსანიშნავია, რომ იტალიას 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

14 ოქტომბერს იტალია მალტას უმასპინძლებს, უკრაინა კი - ჩრდილოეთ მაკედონიას.

მილანი. „სან სირო“
იტალია - უკრაინა 2:1
გოლები: 1:0 ფრატეზი (12), 2:0 ფრატეზი (29), 2:1 იარმოლენკო (41)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული