კვიპროსის ნაკრები თბილისში გამომგზავრებამდე ნორვეგიასთან განადგურდა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურში, A ჯგუფში, კვიპროსი სახლში ნორვეგიასთან 0:4 დამარცხდა.

თემურ ქეცბაიას გუნდმა მიმდინარე ტურნირზე მეექვსე მატჩი წააგო და 15 ოქტომბერს თბილისში საქართველოს ნაკრებს დაუპირისპირდება. ნორვეგია კი 10 ქულით მესამე ადგილზეა და იმავე დღეს ესპანეთს უმასპინძლებს.

ლარნაკა. „გეორგიოს კარაპატაკისი“
კვიპროსი - ნორვეგია 0:4
გოლები: 0:1 სიორლოტი (33), 0:2 ჰოლანი (65), 0:3 ჰოლანი (72), 0:4 ეურსნესი (81)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ქეცბაია წადი! თავმოყვარეობა არ გაქვს?
Dato
09:16 13-10-2023
26
თურქეთი თავის ჯგუფიდან პრაქტიკულად გასულია, შემდეგ მატჩში შინ ლატვიასთან ფრეც ჰყოფნის. ასე რომ ერთა ლიგის პლეი-ოფში უდიდესი ალბათობით ლუქსემბურგი დაწინაურდება, რომელიც ერთა ლიგის იმ ჯგუფში სადაც თურქეთი გამოდიოდა მე-2 ადგილი აიღო თურქეთის შემდეგ.ჩვენი შანსი რათა გავიდეთ ევრო 2024-ზე კიდევ უფრო იზრდება!
ქობულეთიდან
02:56 13-10-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული