A ჯგუფში ყველაფერი დასრულდა - ესპანეთი და შოტლანდია ევრო 2024-ზე გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, A ჯგუფში, ესპანეთმა გასვლაზე ნორვეგიას 1:0 სძლია.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ, მეორე ნომრად თამაშობდნენ. პირველ ტაიმში ნილანდის კარი მორატამ დალაშქრა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. შესვენების შემდეგ გავის გოლი ხანგრძლივი განხილვის შედეგად ჩაითვალა და ესპანეთი დაწინაურდა. დარჩენილ დროში ნორდებმა ვერაფერი მოახერხეს, ედეგორი და ჰოლანი განეიტრალებული იყვნენ და აშკარად უფრო მაღალი კლასის გუნდმა გაიმარჯვა.

ევროპირველობის საგზური ესპანეთმა და შოტლანდიამ გაინაღდეს (15-15 ქულა აქვთ)
და მხოლოდ ისაა გასარკვევი, ჯგუფიდან რომელი გავა პირველი და რომელი მეორე ადგილით. 10 ქულით მესამე პოზიციაზე ნორვეგიაა, 7 ქულით მეოთხეზე - საქართველო, ხოლო უქულო კვიპროსი აუტსაიდერია.

ოსლო.“ულევი“
ნორვეგია - ესპანეთი 0:1
გოლი: გავი (49)

მკითხველის კომენტარები / 12 /
შოტლანდიას მოუგებთ მერე პლეი ოფში მოუწევს თამაში და იქ კიდე უეჭველი გამოაგდებენ... შოტლანდიის და საბერძნეთის გამწარებები გვიყვარს ისტოორიიდან გამომდინარე))
შავი კაცი
16 ოქტომბერი 2023 15:38
1
ისე თანაბარი ქულით მაინც დავასრულოთ ნორვეგიასთან, შოტლანდიას უნდა მოვუგოთ სახლში
გოგა
16 ოქტომბერი 2023 12:28
0
ისე ნორვეგიელებს სრული "ბედნიერებისთვის" ეგღა აკლიათ
Ki.
16 ოქტომბერი 2023 12:56
2
სად არ გაგვიმართლა, მორჩენილი იყო ეს თამაში ფრედ რა იქნებოდა, მოუგებდით მერე შოტლანდიას ესპანეთს 7-0 და გავიდოდით ეჰ ბედი არ გვაქ რა.დდდდდდდ
ეეე
16 ოქტომბერი 2023 12:00
5
მე-4-ზე ვართ, გიხაროდენ!!!
Hans
16 ოქტომბერი 2023 11:40
4
ჩვენი კომენტატორების გარდა მე მგონი ეჭვი არავის შეპარვია ამათ გასვლაში!
მწვრთნელი
16 ოქტომბერი 2023 10:18
0
მესის ცოცხლად ჭამდნენ ხოლმე ოქროს ბურთი არ ეკუთვნის, მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახადა არგენტინაო, არგენტინა,რომელიც მის გარეშე თამაშს ვერ იგებდა, ხოდა ახლა ჰალანდს ეკუთვნის ოქროს ბურთიო, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ნორმალურად დაკომპლექტებული ნორვეგიის ნაკრები საერთოდ ვერსად ვერ გაიყვანა. და არც სიტიშია საუკეთესო ფეხბურთელი, რადგან ყველაზე მეტი გატანილი გოლი საუკეთესო ფეხბურთელობას არ ნიშნავს. მაგრამ ჰეიტერი არის ჰეიტერი და მათთან ობიექტურობაზე ლაპარაკი ზედმეტია
)))
16 ოქტომბერი 2023 10:02
4
კი, გოლი იგებს თამაშს, გოლს კი გუნდი აკეთებს (ძალიან იშვიათია ე.წ. სოლო გოლები, ჰალანდის შემტხვევაში ხომ საერთოდ ძნელად გასახსენებელია). ფინიშერი მნიშვნელოვანია, არავინ დავობს, მაგრამ სულაც არ არის აუცილებლად გუნდის საუკეთესო მოთამაშე. გერდ მიულერი თავისი დროის (და არა მარტო) საუკეთესო ბომბარდირი იყო, მაგრამ არავის დაუყენებია ეჭქვეშ, რომ იმ გერმანიის საუკეთესო მოთამაშე ფრანც ბეკენბაუერი იყო . მარადონა და გაბრიელ ბატისტუტა მართალია სრულად არა, მაგრამ დაახლოებით ერთი თაობის ფეხბურთელები იყვნენ, ბატისტუტას ბევრად მეტი გოლი აქვს გატანილი და რა, ვინმე ოდესმე დააყენებს მას მარადონას გვერდით? ჩამოტვლა შეიძლება გავაგრძელოთ.
გიას
17 ოქტომბერი 2023 13:01
0
გოლი იგებს თამაშს
გიო
16 ოქტომბერი 2023 11:41
6
რა განეიტრალებული.ძალიან მაგრად ითამაშა ნორვეგიამ, ნეტა ასე საქართველო თამაშობდეს. ძალიან ღირსეულად ითამაშეს ნორდებმა. სანიჩიო თამაში იყო რეალურად
დავით 67
16 ოქტომბერი 2023 08:11
5
ჰალანდი არის გადამწყვეტ მატჩებში აფსოლიტური ზერო.
giorgi
16 ოქტომბერი 2023 04:00
4
ნორვეგიას საქართველოში რომ მოეგო ხო გავიდოდა მაგრამ ჩემი *ფრე. 1-1
ოჩენ ჟალ.
16 ოქტომბერი 2023 00:57
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული