ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, A ჯგუფში, ესპანეთმა გასვლაზე ნორვეგიას 1:0 სძლია.
მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ, მეორე ნომრად თამაშობდნენ. პირველ ტაიმში ნილანდის კარი მორატამ დალაშქრა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. შესვენების შემდეგ გავის გოლი ხანგრძლივი განხილვის შედეგად ჩაითვალა და ესპანეთი დაწინაურდა. დარჩენილ დროში ნორდებმა ვერაფერი მოახერხეს, ედეგორი და ჰოლანი განეიტრალებული იყვნენ და აშკარად უფრო მაღალი კლასის გუნდმა გაიმარჯვა.
ევროპირველობის საგზური ესპანეთმა და შოტლანდიამ გაინაღდეს (15-15 ქულა აქვთ) და მხოლოდ ისაა გასარკვევი, ჯგუფიდან რომელი გავა პირველი და რომელი მეორე ადგილით. 10 ქულით მესამე პოზიციაზე ნორვეგიაა, 7 ქულით მეოთხეზე - საქართველო, ხოლო უქულო კვიპროსი აუტსაიდერია.
ოსლო.“ულევი“
ნორვეგია - ესპანეთი 0:1
გოლი: გავი (49)