A ჯგუფში ყველაფერი დასრულდა - ესპანეთი და შოტლანდია ევრო 2024-ზე გავიდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეშვიდე ტურში, A ჯგუფში, ესპანეთმა გასვლაზე ნორვეგიას 1:0 სძლია.

მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლებს აუცილებლად მოგება სჭირდებოდათ, მეორე ნომრად თამაშობდნენ. პირველ ტაიმში ნილანდის კარი მორატამ დალაშქრა, მაგრამ გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაუთვალეს. შესვენების შემდეგ გავის გოლი ხანგრძლივი განხილვის შედეგად ჩაითვალა და ესპანეთი დაწინაურდა. დარჩენილ დროში ნორდებმა ვერაფერი მოახერხეს, ედეგორი და ჰოლანი განეიტრალებული იყვნენ და აშკარად უფრო მაღალი კლასის გუნდმა გაიმარჯვა.

ევროპირველობის საგზური ესპანეთმა და შოტლანდიამ გაინაღდეს (15-15 ქულა აქვთ)
და მხოლოდ ისაა გასარკვევი, ჯგუფიდან რომელი გავა პირველი და რომელი მეორე ადგილით. 10 ქულით მესამე პოზიციაზე ნორვეგიაა, 7 ქულით მეოთხეზე - საქართველო, ხოლო უქულო კვიპროსი აუტსაიდერია.

ოსლო.“ულევი“
ნორვეგია - ესპანეთი 0:1
გოლი: გავი (49)

მკითხველის კომენტარები / 12 /
მესის ცოცხლად ჭამდნენ ხოლმე ოქროს ბურთი არ ეკუთვნის, მსოფლიო ჩემპიონი ვერ გახადა არგენტინაო, არგენტინა,რომელიც მის გარეშე თამაშს ვერ იგებდა, ხოდა ახლა ჰალანდს ეკუთვნის ოქროს ბურთიო, მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ ნორმალურად დაკომპლექტებული ნორვეგიის ნაკრები საერთოდ ვერსად ვერ გაიყვანა. და არც სიტიშია საუკეთესო ფეხბურთელი, რადგან ყველაზე მეტი გატანილი გოლი საუკეთესო ფეხბურთელობას არ ნიშნავს. მაგრამ ჰეიტერი არის ჰეიტერი და მათთან ობიექტურობაზე ლაპარაკი ზედმეტია
4
ნორვეგიას საქართველოში რომ მოეგო ხო გავიდოდა მაგრამ ჩემი *ფრე. 1-1
ოჩენ ჟალ.
00:57 16-10-2023
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული