ევრო 2024-ის 13 მონაწილე ცნობილია - ყაზახეთი შანსს ინარჩუნებს

AutoSharing Option
ჩატარდა ევროპის ჩემპიონატის საკვლიფიკაციო ეტაპის მეშვიდე ტურის მატჩები და ევრო 2024-ის საგზური კიდევ ორმა გუნდმა მოიპოვა - ალბანეთმა და დანიამ.

უკვე ცნობილია ევროპირველობის 13 მონაწილე: გერმანია (მასპინძელი), ალბანეთი, დანია, ავსტრია, ინგლისი, ბელგია, უნგრეთი, ესპანეთი, შოტლანდია, პორტუგალია, თურქეთი, საფრანგეთი და სლოვაკეთი.

ტურნირზე გასვლის შანსი აქვს ყაზახეთს, რომელიც H ჯგუფში 18 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან სლოვენიას 1 ქულით ჩამორჩება. ეს გუნდები ერთმანეთს 20 ნოემბერს ლიუბლიანაში შეხვდებიან და ყაზახებს მიზნის მისაღწევად სტუმრად გამარჯვება სჭირდებათ.

იმ შემთხვევაში, თუ ყაზახეთი ჯგუფიდან გავა, მარტში ჩასატარებელ
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები შეიცვლება.

მკითხველის კომენტარები / 13 /
პრობლემები და სათქმელიც ძალიან ბევრია, მაგრამ ყაზახეთის ჯგუფიდან, დარწმუნებული ვარ, ამ ბებრული დაცვითაც გავიდიდით. რა ვქნა, სულ მომავლისა მჯერა და კი დავბერდი, ამ რაღაცის ლოდინში.
დიდება საქართველოს!
ლევანი
14:52 18-11-2023
2
ჩვენი დივიზიონიდან თურქეთი პირდაპირ გავიდა, ბოლო ტურებამდე საბერძნეთი, ლუქსემბურგი ყაზახეთი გასასვლელად იბრძვიან - ალბანეთი ევრიპაზეა უკცე - ახლა ჩამოვჯდეთ ორღობის ძირში და ჭკვიანი სახეებით ვილაპარაკოთ ალბანეთის მშპ-ზე, მოსახლეობის რაოდენობაზე, ეროცნული ჩემპიონატის სიძლიერეზე, ბავშვთა ფეხბურთზე ჩადებულ ფულზე დ.ა.შ. მახსოვს 2003 წელს აშშ რონ შეიჭრა ერაყში, იმდროინდელ ენერგეტიკის მინისტრს პარლამენტში ეკითხებოდნენ როგორ ხდება რომ ბაღდადს ბომბავენ და მოსახლეობას ელ ენერგია მიეწოდება თბილისი კი ჩაბნელებულიაო რაზეც მინისტრმა ნახევრსაათიანი მონოლოგი მოარტყა ერაყის ენერგესოსისტემებზე - პასყხად კი ერთერთმა დეპუტატმა უთხრა - ჯარგია მინისტრი ნახევარი საათია რომ გვიხსნის ბაღდადში დენი რატომ არ ითიშება მაგრამ ერთი წინადადებით ვერ გვითხრა თბილისის დენი რატომ არ მიეწოდებაო. ასეა ახლა ფეხბურთშიც აბა დამწკრივდით ახლა და გაგვანათლეთ ყაზახეთის, მალტის, ალბანეთის და ლუქსემბურგის წინსვლის მიზეზებზე
იბერია
13:56 18-11-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული