დანია უკვე გასული იყო ევროპირველობაზე და დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:2 დამარცხდა. სლოვენია 19 ქულით მეორე ადგილზე იყო, მესამეადგილოსან ყაზახეთს 1 ქულით უსწრებდა და ამ გუნდთან საკუთარ მოედანზე ფრეც აწყობდა, თუმცა 2:1 სძლია.
ჩვენთვის ამ შეხვედრას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მოვლენათა განვითარებიდან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე უნდა გარკვეულიყო და გაირკვა კიდეც - 21 მარტს ლუქსემბურგს ვუმასპინძლებთ, მოგების შემთხვევაში კი საბერძნეთსა და ყაზახეთს
ლიუბლიანა. „სტოზიცე“
სლოვენია - ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 შეშკო (41, პენ), 1:1 ორაზოვი (48), 2:1 ვერბიჩი (86)
ბელფასტი. „უინძორ პარკი“
ჩრდ. ირლანდია - დანია 2:0
გოლები: 1:0 პრაისი (60), 2:0 ჩარლზი (81)