სლოვენიამ ყაზახეთს მოუგო - თბილისში ლუქსემბურგი მოდის

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში H ჯგუფიდან ევრო 2024-ის საგზური სლოვენიამ მოიპოვა.

დანია უკვე გასული იყო ევროპირველობაზე და დღეს გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:2 დამარცხდა. სლოვენია 19 ქულით მეორე ადგილზე იყო, მესამეადგილოსან ყაზახეთს 1 ქულით უსწრებდა და ამ გუნდთან საკუთარ მოედანზე ფრეც აწყობდა, თუმცა 2:1 სძლია.

ჩვენთვის ამ შეხვედრას ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ მოვლენათა განვითარებიდან გამომდინარე, ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე უნდა გარკვეულიყო და გაირკვა კიდეც - 21 მარტს ლუქსემბურგს ვუმასპინძლებთ, მოგების შემთხვევაში კი საბერძნეთსა და ყაზახეთს
შორის გამარჯვებულს ფინალში 26 მარტს შევხვდებით.

ლიუბლიანა. „სტოზიცე“
სლოვენია - ყაზახეთი 2:1
გოლები: 1:0 შეშკო (41, პენ), 1:1 ორაზოვი (48), 2:1 ვერბიჩი (86)

ბელფასტი. „უინძორ პარკი“
ჩრდ. ირლანდია - დანია 2:0
გოლები: 1:0 პრაისი (60), 2:0 ჩარლზი (81)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ბრავოო!კობიაშვილი კალაძის საძმომ უდიდესი საჩუქარი გაუკეთა ლუქსემბურგს,უდუდესი მადლობა შემოგითვალეს ლუქსემბურგიდან!!!! ძალიან კმაყოფილები არიან.
კორკოტა
21 ნოემბერი 2023 02:29
24
ვეთანხმები აბსოლიტურად კორკოტას. ის ქვევით რომ წერ ნაცები არ იკურნებიანო, მეცოდები შე საცოდავო. რა შუაშია აქ ოცნება, ნაცები, თუ სხვა ვინმე. მგონი დიდი სიბრძნე არ არის საჭირო, და უნდა იცოდეს ფეხბურთის ფედერაციააამ ყველაფერი და მისცეს რჩევები.საქართველოს წარმოადგენს ფედერაცია ანუ ჩვენ ხალხს, უნდა ერკვეოდეს ფეხბურთის გაიდლაინში, რომ პლეი ოფამდე ბოლო თამაშს ატარებს ჩვენი გუნდის ყველაზე ძლიერი მოთამაშე. და სულ ნუ ითამაშებდა, ან თუ ითამაშებდა იმ ყვითელს არ მიიღეებდა რომ, ლიუქსემბურგთან ვყოფილიყავიდ მზად. მაშინდელისა არ იყოს იმ ფინალში უეფამ დაგვრთო გულშემატკივრები რომ ვყოფილიყავით 20 თუ 25 პროცენტი ფინალში და ცოცხალი თავით არ დართო კალაძემ და კობიაშვილმა ვითომ კოვიდის გამო ხალხი ებრალებიდათ, როცა სხვა ფინალებში მაშინ ყველგან დაესწრო გულშემატკივრების გარკვეული ნაწილი. და მეშინია მაშინდელივით რამე არ იმამაძაღლოს საქართველოს ფეხბურთის ამყვავებელმა კობიაშვილმა.
Beqa
21 ნოემბერი 2023 12:24
0
სანდო წყარომ დაწერა მსაჯი ყოფილა თურმე კობიაშვილის სიმამრის ქვისლი და სიდედრი ჰყოლია ლუქსემბურგელი და სპეციალურად მისცა ყვითელი ბრათი ხვიჩას
მამუკა
21 ნოემბერი 2023 04:53
19
ყველა გამოხმაურება
ერთადერთ ლუქსემბურგელს გადავყრილვალ ცხოვრებაში - ყოფილ ხელბურთელს და თანაც გოგოს. ისეთ უაზრო კითხვებს მისმევდა საქართველოზე მაგალითად ცხენები თუ გყავთო? მთები თუ არის თქვენთანო.მემგონი სასიამოვნოდ გაოცებული დარჩა როდესაც გაიგო რომ მამენტ ტელევიზორიც გვქონდა, რადიოც, ღამის კლუბიც და ინტერნეტიც:)) კარგა ხანი დამჭირდა დამერწმუნებინა იმაში რომ უძველესი ხალხი ვართ, უდიდესი ისტორიით ანბანი, კულტურა, ვეფხისტყაოსანი, ძეგლისდება, ქალი მეფე, ღვინის სამშობლო, ერისიონი, სუხიშვილები დაა ავოიეეეეე ი დალშე...მარა ამის მერე ვითომ აზრი ჰქონდა ჩემს გარჯას?:))))) ნეტა ცალი თვალით შემახედა ლუქსემბურგის ფეხბურთის ფედერაციის კაბინეტებში:)))) ნეტა, რა რეაქცია ჰქონდათ :))) მალადეც სფფ აბა ახლა ახალი გრანტი უეფადან თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებლად.ხოდა, ისა და შენა ფეისბუქი რატომ ჩაჰკალით და არ დებთ არაფერს?!!! არ თქვათ რომ ახლა იმ კაცს ეძებთ ვისაც რეგლამენტით ამ ამბის კონტროლი ევალებოდა:)))) შოტლანდიის თამაშამდე დავწერე ნუ ეფარებით ხვიჩას წარმატებას რეალურად ისევ იმ ...... ვართ სადაც ვიყავითქო და თურმე სადა ბანაობ ალიურა:)) ჯერ სადა ყოფილხარ.მართალია, ერთი კაი ნკვდ-ს რეიდი არ აწყენდა თქვენს კანტორას, მაგრამ აწი უკვე აღარც მებრაზება-მეცინება:)) 90-იანებში იყო ასეთი გამოთქმა ნუ შესაბამისი ინტუიციით ვისაც ახსოვს მიხვდება - დაააასციიინეეეთ :))))
დინამიტი
21 ნოემბერი 2023 10:09
2
გასაგებია, რომ ფეხბურთის ფედერაცია და განსაკუთრებით ნაკრების შტაბი დამნაშავეა იმაში, რომ არ იცოდა და არ გააფრთხილა ფეხბურთელები გაფრთხილების შესახებ. მაგრამ, ვინ აიძულებდა ხვიჩას გაფრთხილება მიეღო ძალით...კარგი ესპანეთთან არ ეთამაშა ან მიეღო გაფრთხილება, მაგრამ პლეიოფის ნახევარფინალში რომ მიეღო მერე რას ვიზამდით? ხომ გამოტოვებდა ფინალს? ხოდა მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელმა ძალით, არაფრის გამო და ზედმეტი საუბრებით (რაგბი არაა) არ უნდა მიიღოს ბარათი, მითუფრო კაპიტანი არაა და მსაჯი ასეთ დროს გააფრთხილებს. ვგიჟდები ხვიჩაზე, მაგრამ ბოლო დროს მოუხშირა მსაჯებთან კამათს, რაც არ მომწონს. იყო ლიდერი არ ნიშნავს ზედმეტ აქტიურობას მსაჯებთან მიმართებაში. თუ მისთვის მესი საოცნებო ფეხბურთელია, მიბაძოს მას. არავის უნახავს მესის ასეთი საქციელი. პ.ს ისე მამამისიც თუ ეტყვის ერთ ორ სიტყვას კარგი იქნება, ახალგაზრდაა და ჯერ კიდევ უნდა ისწავლოს ბევრი რამ. წარმატებები ხვიჩას! ფანი
ხოოო??
21 ნოემბერი 2023 14:53
4
ხალხი რომ ძალიან გაბრაზდა, ეს გასაგებია, მაგრამ ამ ამბავში თვითონ ხვიჩაა დამნაშავე, თვითონ.
ლევანი
21 ნოემბერი 2023 06:25
13
სანიოლი წააგებს ლუქსემბურგთან
!SOS!
21 ნოემბერი 2023 10:03
7
მერე ვინ ამბობს რომ მოსაგებათ გავა სანიოლი სულ არ აინტერესებთ გასვლა ამაზე მეტყველებს ყველაფერი მაგრამ სანიოლის ვინ რას ეკითხება ეს მავნებლობაა მე კი მინდა ამ მოსაზრებაში ვცდებოდე , ნამდვილათ მინდა
გოჩა
21 ნოემბერი 2023 11:49
2
თუ სლოვენიას ვერ ვუგებთ ევროპაზე რა ჭირი გინდათ? გინდათ ქვეყანაზე მოგვეჭრას თავი? ის ნაკრებს ევროპაზე რა უნდა, რომლის წარმატება ერთ ფეხბურთელზე რომაა დამოკიდებული.
ჟორა
21 ნოემბერი 2023 19:18
0
ძალიანაც კარგი!
ეხლა გამოჩნდება და ხალხიც დაინახავს, რომ ფეხბურთი ნახევარი საათი თამაში არ არის, ფეხბურთი სულ მცირე საათნახევარი და ცოტა მეტი დროის თამაშია.
არ იქნება ხვიჩა და ვნახოთ დანარჩენი ყაიმაზები რა ხუშტურბრაინტები ვინ კოზლიკები არიან, აღდგომა და ხვალეოოო, უუუხ! ჯიგარი ხარ ნელსონ, ჯიგარი რომ ყვითელი აკიდე ხვიჩას! ეგ მინდოდა ზუსტად..
. ტყვლიპინიების თამაშის ყურების ღირსები ხართ ყველანი და ეეე...აგიხდათ სიმონ!
კ ო მ ბ ლ ე
21 ნოემბერი 2023 18:02
9
ოდალაა ტუ ვინ ცჰემი დისჰლა ხარრ ხოიცი რა პიტალოც ხარ
xishnika
21 ნოემბერი 2023 14:13
4
გავალთ ევროზე, დარეკილი ყოფილა თურმე
სხვა
21 ნოემბერი 2023 11:57
2
მეც ასე ვიცი, ყუფარაძესაც დაურეკია!!!
alexsis
21 ნოემბერი 2023 12:22
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული