არდანიშნული პენალტი - უეფა იტალიას უკრაინასთან წაეხმარა?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, C ჯგუფში, უკრაინას მეორე ადგილის დასაკავებლად და ევროპირველობაზე გასასვლელად ლევერკუზენში იტალიის დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ შეხვედრა ფრედ (0:0) დასრულდა. შედეგად, იტალია მეორე ადგილზე გავიდა, უკრაინა - მესამეზე და ევრო 2024-ის საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.

თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო: 90+3-ე წუთზე მიხაილ მუდრიკი საჯარიმოში ბრაიან კრისტანტემ წააქცია. კონტაქტი აშკარა იყო, მაგრამ მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ პენალტი არ დანიშნა. წესების დარღვევა VAR-მაც არ დააფიქსირა.

"სკუადრა აძურას" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ ნამატჩევს განაცხადა, რომ მომენტი ვიდეოზე ნახა,
თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ კარგია, ყველაფერი ასე რომ დასრულდა.

უკრაინელებმა უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის გასული წლის ოქტომბერში LaPresse-სთან გაკეთებული კომენტარი გაიხსენეს: "იტალია უნდა გავიდეს ევრო 2024-ზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იტალია ვერ გავიდა, კატასტროფა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ისინი უკრაინას მოუგებენ".

მკითხველის კომენტარები / 20 /
35 წელია იტალიის გულშემატკივარი ვარ, მაგრამ ეს მომენტი ძალიან ჰგავდა პენალტს, მინიმუმ VAR-ზე უნდა გადამოწმებულიყო, აი რომ არ გადამოწმდა ეს უკვე გამიზნული სიბინძურე და მიკერძოებაა.
ირაკლი
21:05 21-11-2023
5
ნაღდი პენალტი იყო,მაგრამ უეფა(ფიფა) რომ ზეკორუმპირებული და უდედამოხნულესი კანტორაა სამწუხაროდ ახალი არაა
BOSS
20:12 21-11-2023
7

სიახლეები პოპულარული