არდანიშნული პენალტი - უეფა იტალიას უკრაინასთან წაეხმარა?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, C ჯგუფში, უკრაინას მეორე ადგილის დასაკავებლად და ევროპირველობაზე გასასვლელად ლევერკუზენში იტალიის დამარცხება სჭირდებოდა, მაგრამ შეხვედრა ფრედ (0:0) დასრულდა. შედეგად, იტალია მეორე ადგილზე გავიდა, უკრაინა - მესამეზე და ევრო 2024-ის საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს.

თუმცა შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად მომხდარიყო: 90+3-ე წუთზე მიხაილ მუდრიკი საჯარიმოში ბრაიან კრისტანტემ წააქცია. კონტაქტი აშკარა იყო, მაგრამ მსაჯმა ხესუს ხილ მანსანომ პენალტი არ დანიშნა. წესების დარღვევა VAR-მაც არ დააფიქსირა.

"სკუადრა აძურას" მეკარე ჯანლუიჯი დონარუმამ ნამატჩევს განაცხადა, რომ მომენტი ვიდეოზე ნახა,
თერთმეტმეტრიანის დანიშვნა შეიძლებოდა, მაგრამ კარგია, ყველაფერი ასე რომ დასრულდა.

უკრაინელებმა უეფას პრეზიდენტის, ალექსანდერ ჩეფერინის გასული წლის ოქტომბერში LaPresse-სთან გაკეთებული კომენტარი გაიხსენეს: "იტალია უნდა გავიდეს ევრო 2024-ზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ იტალია ვერ გავიდა, კატასტროფა იქნება, მაგრამ ვფიქრობ, ისინი უკრაინას მოუგებენ".

მკითხველის კომენტარები / 20 /
მეც დასადები მეგონა თავიდან და გავბრაზდი, მაგრამ მერე დეტალურ გარჩევას ვუყურე უცხოურ არხებზე, შეგვაცდინა რაკურსმა არანაირი პენალტი არ ყოფილა. არ შემცდარა მსაჯი და არც ვარ-ი.
neto
15:06 22-11-2023
8
ან რეალის თამაშები არ გინახავთ ჩემპიონთა ლიგაზე, რეებს აკეთებენ მსაჯები, ან ერთი წლის წინ ლეო-ბიჭს როგორ აჩუქეს მსოფლიო ჩემპიონობა და მერე ოქროს ბურთიც წაუმატეს ზედ, არიქა არ იტიროსო. დიდი ამბავი, საეჭვო კონტაქტზე არ დაუდიათ პენალტი
ჯაბა
14:03 22-11-2023
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული