"საფრანგეთის, ესპანეთის, გერმანიისა და ინგლისის დონეზე არ ვართ, თუმცა..." - სპალეტიმ მოახლოებულ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა

AutoSharing Option
2024 წლის ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისს "ალიანც არენაზე" გერმანიისა და შოტლანდიის დაპირისპირებით გაიხსნება. იტალიის ნაკრები კი აღნიშნული ტურნირის ზედიზედ მეორედ მოგებას ეცდება.

"აძურის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ SportItalia-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი გუნდი საფრანგეთის, ესპანეთის, ინგლისისა და გერმანიის ნაკრებების დონის არ არის, თუმცა იტალია ყველა მეტოქესთან გამარჯვებისთვის იბრძოლებს.

"მართალია, ტურნირის ფავორიტებად არ ვითვლებით, არ ვართ იმ დონეზე, როგორზეც ესპანეთი, გერმანია, საფრანგეთი და ინგლისი არიან, თუმცა გვინდა, რომ უახლოეს პერიოდში მათ სიმაღლეზე ვიყოთ.

თუ ამ ტურნირზე წარმატების მიღწევა გვსურს, ყველამ მაქსიმუმი
უნდა გაიღოს. ისტორიულად, იტალიის ნაკრებს დიდ ტურნირებზე თამაში ყოველთვის გამოსდიოდა, თუმცა ეს უპირატესობას არ გვაძლევს, ევროპის ჩემპიონატზე ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ნებისმიერ მატჩში გამარჯვებისთვის ვიბრძოლოთ", - განაცხადა სპალეტიმ.

შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 15 ივნისს, ალბანეთის წინააღმდეგ გამართავს.

altსპალეტიმ სკუდეტოს მოგების შემდეგ დე ლაურენტისს თხოვნით მიმართა

altსპალეტი: ნაკრებში მგლები მჭირდება და არა PlayStation-ის მოთამაშეები

alt"ის ჩემთვის ფენომენია" - სპალეტი "ნაპოლის" ფეხბურთელზე

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჯონდი ბაღათურიააა DDD
zura222
20:57 09-04-2024
4
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული