შემადგენლობები საქართველოს ჯგუფშიც დასახელდა - ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები

AutoSharing Option
ევრო 2024-ზე მონაწილე ფეხბურთელების სია საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელთან ერთად ჩვენი მეტოქეების, პორტუგალიის, ჩეხეთისა და თურქეთის ნაკრებების დამრიგებლებმაც დაასახელეს. ბოლო წლებში ევროპისა თუ მსოფლიო ჩემპიონატებზე ამბობენ, რომ ფაქტობრივად, შეუძლებელია, ახალი ფეხბურთელი აღმოაჩინო, რადგან თანამედროვე სამყაროში მატჩების ყურება თუ სხვადასხვა პლატფორმაზე გამორჩეული მოთამაშეების გაცნობა მარტივია. ამას ვიზიარებთ, თუმცა გავიხსენოთ ხვიჩა კვარაცხელიას საწყისი სეზონი იტალიაში. "კვარას" შესახებ ბევრმა იცოდა, სხვადასხვა კლუბის ინტერესის სფეროში ისე ვერ მოექცეოდა, მაგრამ ის მაინც სასიამოვნო სიურპრიზი იყო. მეორე საკითხია, როცა ამა თუ იმ ფეხბურთელზე გადამწყვეტი შთაბეჭდილების მისაღებად
მისი დიდ ფორუმზე ხილვა და დაკვირვება მნიშვნელოვანია. ზაფხულში ასეთი ევროპირველობაა.

უცხოურ მედიაში ხშირად ნახავთ ვარაუდებს, თუ ვინ შეიძლება იყოს მომავალი ტურნირის აღმოჩენა. Sportall.ge დღეს გესაუბრებათ ფეხბურთელებზე, რომლებიც ჩვენი ჯგუფის ნაკრებებს წარმოადგენენ, მათ შორის, საქართველოსაც და რომელთაც ივნისიდან მეტად უნდა დავაკვირდეთ როგორც ქართველები, ისე სხვადასხვა ქვეყნის გულშემატკივრები. თუკი ავანსებს გაამართლებენ, დიდია შანსი, მომავალ სეზონში მათი კარიერა უკეთ წარიმართოს და ზოგიერთი მათგანი გაცილებით ძლიერ კლუბშიც ვიხილოთ.

Sportall.Ge

ანტონიო სილვა (პორტუგალია)

41 წლის პეპე კვლავ ნაკრების შეუცვლელი ცენტრალური მცველია და ის გერმანიაშიც ასე იქნება, მაგრამ მისი ალტერნატივის საკითხი აუცილებლად დადგება. ასეთად, პირველ რიგში, "ბენფიკას" უკანახაზელი, 20 წლის ანტონიო სილვა უნდა დავასახელოთ.

მისი სრული სახელი ანტონიო ჟოაო პერეირა დე ალბუქერექე ტავარეს და სილვაა. სატრანფერო ფასი უკვე 44 მილიონი ევროა და თუ ლისაბონური გუნდიდან განხორციელებულ ტრანსფერებს გავიხსენებთ, რომელიმე გრანდში გადასვლა არ უნდა გაუჭირდეს.

ანტონიო სილვა, თავისი ამპლუის ფეხბურთელებისგან განსხვავებით, ძალიან მაღალი არაა, 187 სმ-ია და ამის კომპენსირებას სხვა უნარებით ახერხებს. თამაშის კარგი შეფასებითაც გამოირჩევა და ბურთთანაც "მეგობრობს". ანტონიოს 2022 წლის მსოფლიო თასზე ერთი შეხვედრა მიეცა. თუკი პორტუგალიელებმა ჯგუფიდან გასვლის საკითხი მესამე ტურამდე, ანუ ჩვენთან შეხვედრამდე გაინაღდეს, დიდია შანსი, სილვამ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ითამაშოს, პეპეს კი დასვენების საშუალება მიეცეს. "ბენფიკას" მე-4 ნომერს სტანდარტული მდგომარეობის დროს უნდა ვუფრთხილდეთ, რადგან მას გატანაც ეხერხება.

Sportall.Ge

მატეი ჟურაჩეკი (ჩეხეთი)

"სლავიას" ნახევარმცველი 20 წლისაა და მარჯვენა ფლანგიდან ძალიან მწვავედ უტევს. შეუძლია როგორც გატანა, ასევე გოლისთვის შესაბამისი სიტუაციის შექმნა.
ჟურაჩეკს ჩეხეთის ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია და ყველგან გამორჩეული იყო, მოძრავიცაა და ფიზიკურად კარგად მომზადებული. ეროვნულში მისი დებიუტი ახლახან შედგა.

მატეის სატრანსფერო ფასი დღეისთვის 6 მილიონი ევროა, მაგრამ თუკი ევროპის ჩემპიონატზე თავს გამოიჩენს, მისი ღირებულება აუცილებლად გაიზრდება. ევროტურნირებზე სტაბილური თამაში მისთვის მშვენიერი გამოცდილებაა, გასულ სეზონში ევროპა ლიგაზე საკმაოდ შორს გავიდა.

Sportall.Ge

კენან ილდიზი (თურქეთი)

მაშინ, როცა თურქეთის ნაკრების ფეხბურთელი არდა გულერი მადრიდის "რეალში" გამოდის, თითქოს, პირველ რიგში, მასზე უნდა ისაუბრო, თუმცა "სამეფო კლუბის" წევრს ისედაც ბევრი გულშემატკივარი იცნობს, გარკვეულ დროს ვარსკვლავებით სავსე მადრიდშიც იღებს. თქვენს ყურადღებას "იუვენტუსის" 18 წლის ფორვარდ კენან ილდიზზე შევაჩერებთ.

ილდიზს ჯერ ცოტა დრო ეძლევა, ახლა "იუვეს" მთავარი დამრტყმელი ძალა ხომ ვლაჰოვიჩია. რაც შეეხება კენანს, მას ტექნიკა არ დაეწუნება და თუკი ევროზე შედეგიანობა ექნება, ახლანდელი კლუბიც უკეთესი თვალით შეხედავს და კარიერის გაგრძელების მეტად პერსპექტიული ვარიანტებიც ექნება, ვიდრე იტალიის მასშტაბით განათხოვრება შეიძლება იყოს.

გასული სეზონის დასაწყისში, 20 აგვისტოს, "უდინეზესთან" გასვლით მატჩი თურქის დებიუტი შედგა. მატჩის შემდეგ მთავარ მწვრთნელ ალეგრის მასზე ჰკითხეს, ტოსკანელმა კი ასე უპასუხა - "ძალიან ხშირად ისწორებდა თმას და აუცილებლად უნდა შეიჭრას". მეორე დღესვე ილდოზმა მწვრთნელს მესიჯი გაუგზავნა: "ფეხბურთი უპირველეს ყოვლისა! ვაპირებ გავაკეთო ის, რაც თქვენ თქვით, რადგან მთავარი მწვრთნელი ხართ." მასიმილიანომ შემდეგ განაცხადა, რომ კენანი ჭკვიანი ბიჭია, რომელიც ისმენს.

ილდიზი რეგენსბურგშია დაბადებული, გერმანელი დედისა და თურქი მამის ოჯახში. მან აღიარა, რომ ფეხბურთის სწავლა YouTube-ის მეშვეობით დაიწყო, თავდაპირველად კი მიუნხენის "ბაიერნის" აკადმიაში ვარჯიშობდა.

Sportall.Ge

გიორგი ქოჩორაშვილი (საქართველო)

საქართველოს ნაკრებში როგორც ვეტერანები, ასევე პერსპექტიული ახალგაზრდები თამაშობენ. იმედია, ევროპირველობის შემდეგ ჩვენი ფეხბურთელები უკეთეს კლუბებში გამოვლენ. უკვე საკმაოდ ბევრი მოთამაშე გვყავს იტალიაში და მათ პროგრესს ველით. ევროპის ჩემპიონატის აუდიტორიას გიორგი ქოჩორაშვილზე დაკვირვებას განსაკუთრებით ვთავაზობთ.

ქოჩორაშვილი 24 წლისაა. ის კარგად ფლობს ბურთს, მაგრამ ე.წ. შავი სამუშაოს შესრულებაც მშვენივრად შეუძლია. გიორგი თამამი და ენერგიულია, ლიდერის თვისებებით დაჯილდოებული. მას ესპანურ "ლევანტესთან" ხელშეკრულება 2025 წლამდე აკავშირებს. ვალენსიელებს "ლა ლიგაში" დაწინაურება უჭირთ. "ქოჩორას" არაერთი გუნდი უნდა აკვირდებოდეს და გერმანიაში ჩასატარებელი ევროპის ჩემპიონატი მისი კარიერისთვის იქნებ გადამწყვეტიც კი იყოს!..

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

altშეუძლია საქართველოს თურქეთის დამარცხება? ისტორიული რაკურსი და დღევანდელობა - ევროს პირველი ტური

altგადამწყვეტი მატჩი საქართველოს ნაკრებისთვის? - რა იქნება საჭირო ჩეხებთან...

მკითხველის კომენტარები / 32 /
ნამდვილად მეგობარო ეს ნაგავი პოლიტიკოსები ქვეყანას ორ მხარედ ყოფენ. ამოვიდა უკვე ყელში. კაი ეგენი პოლიტიკოსები არიან და მათგან მაინც მოსალოდნელია მსგავსი რამ მარა ეს ხალხი რაღამ გააგიჟა. შეწყვიტეთ ეს მარაზმი რაა. სარკეში რომ იყურებით ესეთი ხალხი, არ გრცხვენიათ?? ან თქვენს შვილებს როგორ უყურებთ თვალებში? დამიჯერეთ ნაცების და ოცნების იქითაც არის ცხოვრება და თან ძალიან საინტერესო და ნუ წაიღეთ ტვინი ამ უაზრო დაპირისპირებით. ვინც ქვეყანას ასე ორ ნაწილად ჰყოფს ჩემი აზრით ქვეყნის მოღალატეა. როგორ შეიძლება ყველაფერში პოლიტიკას რევდეთ. საკმარისიააააა. დავიღალეთ ხალხიიიი.
Art_ს
10 აპრილი 2024 13:17
4
რა ნაცი..რა ქოცი..ქართველები ვართ..და გუშინ რომ ვაქებდით..დღეს ვაძაგებთ..წარმატებები გიორგი ქოჩორაშვილს..ნაკრების ყველა წევრს და ყველა ქართველს..
კიეზა
10 აპრილი 2024 15:16
2
ბიჭმა ბავშვის ფოტო დადო დროშით და არ ატეხეს ერთი ამბავი ამ მანქურთებმა?
ლამის მოღალატედ გამოაცხადონ
თურმე ამათ სისულელეებს თუ არ უჭერ მხარს მოღალატე ხარ :)

ბიჭი ევროპაში თამაშობს, იქ აიწყო კარიერა და აბა პუტინის ფოტოს ხო არ დადებდა :)
d
10 აპრილი 2024 15:51
16
ამბავი ჟურნალისტებმა ატეხეს და არა საზოგადოებამ...
tngh
10 აპრილი 2024 18:20
9
კი, კი სულ ჟურნალისტებმა აიძულეს კალაძე შეშლილი სახით "ნაცი" "ნაცი" ეძახა! ქოცი რისი ქოცია ყველგან ნაცი რომ არ ელანდებოდეს, შიშის და სიძულვილისაგან. აბა რა, მაგენი რომ მობრუნდნენ, პრაშჩაი ატკატები, "მოგებული" ტენდერები, "მილიონიანი " ნაძვისხეები და საყვარელი რაშისტანი...
tngh-s
11 აპრილი 2024 13:47
5
თქვენი არ ვიცი მაგრამ მე, ყველა ერთად აღებულ ნაცს და ქოცზე მეტ პატივს ვცემ ქოჩორაშვილს, ევროპაზე გასვლაში ერთ ერთი ყველაზე დიდი წვლილი გიორგის არის
სიმართლე
10 აპრილი 2024 16:02
10
სამწუხაროდ ზოგი იმ დონეზეა უკვე მისული, რომ ყოველ მოღრუბულ ამინდს ნაცებს ან ქოცებს აბრალებს, რა დაგემართად ხალხო განა რამდენი ხნით ხართ ამ ქვეყანაზე მოსულები?! უბრალოდ დატკბით სიცოცხლით და ნუ იდებთ გულებში ამდენ ბოღმას...
Givi
10 აპრილი 2024 13:16
4
გიორგი ქოჩორაშვილმა, რასაც უკვე მიაღწია, თავისი შრომით, ჩემთვის ეს აარის დასაფასებელი. მეც მაქვს პოლიტიკურად ჩემი სიმპატია, ან ანტიპატია, მაგრამ მერე რა? ღმერთმა ნუ ქნას ყველა ერთნაირად ფიქრობდეს. ეს ბიჭი, როცა ნაკრების მაისური აცვია ნამდვილი მებრძოლია თავისი ქვეყნის, ესაა ჩემთვის უპირველესი, დანარჩენი არ მაინტერესებს, თავისი საქმის თვითონ იცის.
დიდება საქართველოს!
ლევანი
10 აპრილი 2024 21:57
4
კალაძე რომ ვინმეზე იტყვის ნაციონალიაო სამარცხვინოა.დაავიწყდა სააკაშვილს როგორ დასდევდა პატარა ბავშვივით არჩევნების დროს ტელევიზიებში
?????????
10 აპრილი 2024 17:42
15
ყოჩაღ კალაძეს რა მაგრა თქვა:(( დაავიწყდა მაგაზე რას ამბობდნენ?
ბიჭმა ერთი ჩვეულებრივი სურათი დადო და ქოცებმა ვაკხანალია მოაწყვეს!
Gogi
10 აპრილი 2024 21:03
9
ზოგჯერ თქმა სჯობს არა თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდებისო ნათქვამია, ჩვენმა სპორტსმენებმა ერთი რამე უნდა ისწავლონ რომ სანამ აქტიურ სპორტში არიან პოლიტიკური განცხადებები არ უნდა გააკეთო, არა აქვს მნიშვნელობა ვის უჭერ მხარს. კარიერას რომ დაამთავრებ მერე რამდენიც გინდა იაქტიურე, ევროპაშია ჩვენი ადგილიო, რაის ევროპა, სადაც ვართ იქიდან კიდევ აღმოსავლეთით უნდა გადაგვწიონ მონღოლეთამდე, ადამიანს სიტყვა ვერ უთქვამს ყვავებივით ესევიან, ნაცი იძახის ქოციაო, ქოცი იძახის გახარიასიაო, გახარია იძახის გირჩისიაო, გირჩმა კიდე მე სულ ერთ ადგილზე მკიდია ყველაო, მოსაწევი მქონდესო. ჩვენისთანა ბედნიერი არის კიდევ სადმე ერი))))
მამუკა
11 აპრილი 2024 07:19
19
"ქოჩორას" ფეხბურთში ვუსურვებ კალაძის მსგავს კარიერას... წარმატებები მას და საქართველოს ნაკრებს!!!
tngh
10 აპრილი 2024 18:18
1
რა შუაშია ორი ავტოგოლი? ორი ჩემპიონთა ლიგა აქვს მოგებული და ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია.
,,ჰაჰაჰა" -ს
11 აპრილი 2024 10:44
6
რატომ კალაძის? თავის კარში რომ ბურთები ყაროს საეჭვო ვითარებაში? თუ სურვილია ვინმე მისი ამპლუის (ნახევარმცველია თუ არ იცი)და ღირსეული ტიპის, მაგალითად ზიდანის ან ჩავის, ან სხვა მსოფლიო ჩემპიონის კარიერა უსურვე. კალაძე არა ტოროლა...
ჰაჰაჰა
11 აპრილი 2024 10:22
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული