მბაპე და მიქაუტაძე საფრანგეთიდან, მათი შესაძლო დაპირისპირება მერვედფინალში და ფორვარდები, რომელთაც გრანდები დააკვირდებიან...

AutoSharing Option
Sportall.ge აგრძელებს ევროპის ჩემპიონატზე საუბარს. საფრანგეთის "ლიგა 1" ტოპჩემპიონატია. აქ მომავალი პირველობის მაინც ყველაზე სახიფათო კაცი, კილიან მბაპე თამაშობს (სანამ "რეალში" გვიხილავს). ფრანგული ლიგის აუტსაიდერი გუნდიდან ბომბარდირთა შორის გიორგი მიქაუტაძეცაა. ეს იმ ფონზე, როცა ქართველი "აიაქსში" იყო და 12 გოლი მხოლოდ 18 შეხვედრაში აქვს. "ლიგა 1"-ის რჩეული გოლეადორებიდან ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 23 წლის ნიდერლანდელ ტაის დალინგას თუ ვიხილავთ...

საფრანგეთის ჩემპიონატის ბომბარდირები

Sportall.Ge

თუკი საფრანგეთის ნაკრები თავის ჯგუფს მოიგებს, ქართველები კი მეორე ადგილს დაიკავებენ, მათი გზები მერვედფინალში გადაიკვეთება; მიქაუტაძე მბაპეს დაუპირისპირდება, ვილი
სანიოლი - ფრანგებს... დღეს წარმოგიდგენთ სამ ფორვარდს, რომლებიც ტოპლიგებში გამოდიან, მაგრამ ევროპულ ფეხბურთში ჯერ გადამწყვეტი სიტყვა არ უთქვამთ; გერმანიის სტადიონებზე შედეგიანი თამაშის შემთხვევაში, მათი სატრანსფერო ფასი გაიზრდება. დაინტერესებას უფრო დიდი კლუბები, მათ შორის, გრანდებიც, გამოთქვამენ და გულშემატკივართა რაოდენობაც გაეზრდებათ...

Sportall.Ge

გიორგი მიქაუტაძე (საქართველო)

რასაც მიქაუტაძე აკეთებს, ეს "მეცის" საკუთარი მხრებით გადარჩენა და გასავარდნი ზონიდან "ამოთრევაა". გიორგის ამსტერდამის "აიაქსში" შანსი გაუგებრად არ მისცეს და ის ისევ საფრანგეთში დაბრუნდა. ადრე მან ბელგიურ "სერენს" ელიტაში ადგილი მოუპოვა.

23 წლის ქართველს ლიგა 1-ში 12 შედეგიანი დარტყმა აქვს (4 საგოლე პასი). "ჟორჟი" ტექნიკურია, ბურთს სწრაფად ამუშავებს და ოსტატურად ურტყამს. 176 სმ სიმაღლის თავდამსხმელის სატრანსფერო ფასი ახლა 9 მილიონი ევროა, ისე კი, "აიაქსმა" წინა ზაფხულს მასში ოციც კი გადაიხადა.

მიქაუტაძე საქართველოს ნაკრებში მას შემდეგ გაცილებით უკეთ ათამაშდა, რაც ვილი სანიოლმა ტაქტიკური სქემა შეცვალა და "ჯვაროსნები" შეტევაში შანსს მხოლოდ მაღალი ჩაწოდებებით არ ეძებენ. გიორგი მოძრავია და ფლანგზე გადასვლაც შეუძლია.

ბოლო პერიოდში საქართველოს ნაკრების მწვრთნელი მიქაუტაძეს მეორე ტაიმში ათამაშებს, როცა მოწინააღმდეგის მცვლები დაღლილები არიან, მის გუნდს კი შეტევაში გაძლიერება სჭირდება. საბერძნეთთან ფინალურ მატჩშიც ვნახეთ, "მეცის" ფორვარდს რა კარგად შეუძლია, ბურთი მოწინააღმდეგის კართან ახლოს ჩაჭრას, მოიპოვოს და ხიფათი შექმნას.

Sportall.Ge

ბენჟამინ სესკო (სლოვენია)

სლოვენიის ნაკრებს შეტევაში ძალიან საინტერესო ფეხბურთელი ჰყავს, "ლაიფციგის" 20 წლის შემტევი ბენჟამიმ სესკო. მას "ზალცბურგშიც" ბევრი გაჰქონდა, წელს კი გერმანიის ბუნდესლიგაში მოწინააღმდეგეთა კარი თორმეტჯერ დალაშქრა (2 შედეგიანი პასი), გაუტანა "ბაიერნსაც" და "დორტმუნდსაც".

სესკოს ნაკრებშიც გააქვს და მნიშვნელოვან დროს. ასე გადაარჩინა გუნდი წაგებას მალტასთან, საკვალიფიკაციოში ასე საჭირო გოლი ყაზახეთს გაუტანა...

ბენჟამინი ტანმაღალია (195 სმ) და გასაგებია, მასთან ორთაბრძოლები ყველას გაუჭირდება. ევროს შემდეგ სლოვენიელს "არსენალსა" და სხვა გუნდებს უკავშირებენ. ასე რომ, გერმანიაში გოლების გატანა ამ საქმეს უფრო დაეხმარება. სატრანსფერო ფასი 40 მილიონო ევროა.

Sportall.Ge

არტემ დოვბიკი (უკრაინა)

"ჟირონა" ესპანეთში რომ ტოლს არავის უდებს და მესამე ადგილზეა, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი არტემ დოვბიკსაც აქვს. მის ანგარიშზე 20 გოლი და 6 შედეგინი პასია.

26 წლის ფორვარდს ტოპდონეზე თამაში დაუგვიანდა. ის უკრაინიდან ჯერ დანიაში გადაბარგდა, მაგრამ ამ სეზონში ყველაფრის ანაზღაურება შეძლო და ახლა მისი მთავარი მიზანია, ამ შედეგებით გრანდების ყურადღება მიიქციოს. ის "ნაპოლიში" ოსიმენის შემცვლელადაც დაასახელეს.

მარტის სანაკრებო მატჩებში დოვბიკმა ბოსნიას გაუტანა, ისლანდიასთან კი მისმა კონკურენტმა, "ვალენსიელმა" იარემჩუკმა ითამაშა.

189 სმ სიმაღლის დოვბიკის სატრანსფერო ფასი 30 "ლიმონია", ევროპის ჩემპიონატმა კი მისი გაზრდა უნდა შეძლოს.

altმამარდაშვილი ევრო 2024-ის 3 ყველაზე პროგრესირებად მეკარეში - ვინაა ყველაზე სახელოვანი...

altუკეთესი კარიერის შანსი ქოჩორაშვილისთვის - ფეხბურთელები, რომელთაც ჩვენს ჯგუფში უნდა დავაკვირდეთ...

altევრო 2024 - ვის შეიძლება შევხვდეთ მერვედფინალში - საუკეთესო მესამეობის ვარიანტები...

მკითხველის კომენტარები / 5 /
ხორვატიის მართლაც მაგარი ნაკრების თამაშებს რომ ვუყურებდი,სულ მიკვირდა ხოლმე,სად პოულობენ,ამდენ ჯანიან,ტანმაღალ ფა ტექნიკურ ფეხბურთელს, მეთქი.ამის პასუხი,რამდენიმე თვის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში მივიღე.აღმოჩნდა,რომ ევროპაში,19 წლის ბიჭების საშუალო სიმაღლე,ყველაზე მეტი,ხორვატიაში ყოფილა და საშუალოდ,183,3 სანტიმეტრია!ყველა ქალაქში სპორტის სასახლე და საცუარო აუზიაო და სადაც სპორტზე და ჯანმრთელი ცხოვრების წესზე ასე ზრუნავენ,გასაგებია,რომ სიმაღლეშიც გაიზრდებიან.იუგოსლავია,60 წლის წინაც სპორტული ქვეყანა იყო და სათამაშო სახეობებში,დიდი წარმატებებიც ჰქონდა.ევროპასთან სიახლოვე,გახსნილი საზღვარი და ცხოვრების ნახევრად კაპიტალისტური წესი კი,იქაურ სპორტსმენებს,ევროპაში გასვლის და იქ დამკვიდრების საშუალებას აძლევდა.ამიტომ იყო და ახლაც ასეა,რომ მთელი ევროპა,ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებიდან გასული სპორტსმენებით არის გადავსებული და აღმოსავლეთ ევროპიდან კადრების ევროპაში შედინებას,უდიდეს კონკურენციას უწევენ.მათ უკვე გზა აქვთ გაკვალული,იქაურ ცხოვრების წესთანაც ახლოს არიან,მათზე დაკვირვებაც იოლია,ჩვენ კი,მხოლოდ ახლა ვიწყებთ ამ ყველაფრის გავლას.ამის უცოდინარობის და გამოუცდელობის გამო იყო,აქედან წასული ბიჭები,იქაური ცხოვრების ლაბირინთებში რომ იხლართებოდნენ და უამრავი ტალანტი,უკვალოდ დავკარგეთ.დღევანდელი თაობა,უკვე მეტ ნაკლებად იცნობს დასავლურ კულტურას,იციან რა ელით,ძველების გამოცდილებაც ეხმარებათ და ამიტომაცაა,დღეს რომ უფრო მეტი ქართველი ბიჭი იკიდებს ფეხს,დასავლეთში.წინა კაცი,უკანა კაცის ხიდიაო და თუნდაც ოქრის და მისი ტოლი,ან უფრო წინა თაობის მწარე თუ კარგი გამოცდილება,მათ ეხმარება ფეხის მოკიდებაში.აგერ,მიქაუტაძის მაგალითიც გვასწავლის,რომ დღევანდელ ქართველებს,უკვე შეუძლიათ ფეხის დაცდენის შემდეგ,კვლავ ფეხზე დადგომა უფრო წინ წასვლა.მართალია ,ის საფრანგეთში გაიზარდა,მაგრამ ის ხომ აქედან წასულების შვილია და მათაც შესძლეს,იქაურ გარემოსთან შეგუება და შვილის სწორ გზაზე დაყენება.ყველაფერი კარგად იქნება,თუ ისევ ჩვენ არ გადავამლაშეთ და კარგად დაძრული საქმე,ორმოში არ ჩავაგდეთ.ეს ხომ ყველაზე კარგად გვეხერხება.ხორვატებს,სამშობლო უპირველეს ღირებულებად მიაჩნიათ,ომით დანგრეულ ქვეყანაში,საკუთარი ხარჯით ჩამოდიოდნენ და სისხლს ანთხევდნენ,მსოფლიოს არენებზე,მისი სახელის გატანისათვის.პატრიოტიზმი,არც ჩვენ ბიჭებს აკლიათ,მაგრამ ქვეყანაში,ბავშვებისათვის პატრიოტიზმის გაღვივებას,ზოგიერთი დანაშაულად და სამარცხვინო საქმედ რომ თვლის,ამას რა ვუყოთ?ვისაც გმირები არ ჰყავს,თვითონ იგონებენ და ჩვენ,ამდენი გმირის,სამშობლოსთვის და სარწმუნოებისათვის თავგანწირული ადამიანის სამშობლოში,მათ წინააღმდეგ რომ იბრძვიან,ეგ რა არის?ვინც გმირებს ებრძვის ,ქვეყნის ისტორიას ებრძვის,ქვეყნის მოსპობა კი,მისი ისტორიის მოსპობით იწყება.ტყუილად არ დაწერა დიდმა ილიამ,"ქვათა ღაღადი".ინკუბატორში გამოზრდილი ქათამი,არ კრუხდება და წიწილებს არ ჩეკავს.ასევეა უსამშობლოო ადამიანიც და ნუ მივცემთ უფლებას,უსამშობლოო ადამიანების ქვეყნად გადაგვაქციონ,რომელსაც მომავალი არა აქვს.მამული,ენა,სარწმუნოება,ვერ შეიცვლება მამული ენა და ერთობით,დღეს რომ ცდილობენ,მავანნი.ერთობით კომუნისტები ატყუებდნენ ხალხს და უკვე გავლილი მასალაა.ახალგაზრდებმაც უნდა გაიგონ,ეს ყველაფერი.ჩვენ უნდა გავაგებინოთ!კი,ძალა ერთობაშია,მაგრამ ერი,ეს არის მამული,ენა და სარწმუნოება,საერთო ისტორიასთან გაერთიანებული.ერი ვართ და ერად უნდა დავრჩეთ!
საიდან დავიწყე და სად გადავვარდი,მაგრამ ესეც მაწუხებდა და სიტყვამ იქამდე მიმიყვანა,რაც მტკივა.რაც არის,ეს არის.აღარაფერს შევცვლი.
სოსო
11:20 22-04-2024
5
კარგი თაობა წამოვიდა იმის მიუხედავად, რომ უფულოდ ბავშვს ხახვის რიგშიც არავინ გააჩერებს. მაგრამ მაინც ის შედეგი არ გვექნება, რაც შეგვიძლია, შრომა შრომა და კვებაა და რაც მთავარია თეორიული აღზრდა, თუ როგორ უნდა ვითამაშოთ ნარდი არა კაცო, ფეხბურთიი!
პირველ რიგში კი, ტალანტების პოვნა, ბავშვთა ქუჩის ფეხბურთი, რომელიც მკვდარია, მოკლეს, კორპუს მშენებელმა და ქალაქის კორუფციოერმა სისტემის მერმა კალა დე ბრიქო ივანნიშვილისამ.
სტადიონები არ გვაქვს, აუზები არ გვაქვს, ბურთი კი გვაქვს, მარა ტრენერის დეფიციტია, ფეხბურთის მცოდნე, თორემ მეხინკლე ჯემალა რომ გახსნის ცეხს და პლასტმასის მინდორს აკადემიას დაარქმევს, მაყუთს ვიშოვნიო, წასაკუზი არაა? ჯემალიე უუუუხ! შენ დებილი მამას... .
კ ო მ ბ ლ ე
13:17 22-04-2024
17

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული