ევრო 2024-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქის, პორტუგალიის შემადგენლობა ცნობილია

AutoSharing Option
პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა 26 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს. შეგახსენებთ, პორტუგალია საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ერთ ჯგუფშია და 26 ივნისს, ბოლო ტურში შეხვდება.

მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვერჰემპტონი), რუი პატრისიუ (რომა)

მცველები: ანტონიო სილვა (ბენფიკა), დანილუ პერეირა (პსჟ), დიოგო დალო (მანჩესტერი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), ჟოაო კანსელო (ბარსელონა), ნელსონ სემედუ (ვულვერჰემპტონი), ნუნუ მენდეში (პსჟ), პეპე (პორტუ), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)

ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), ჟოაო ნევეში (ბენფიკა), ჟოაო პალინია (ფულჰემი), ოტავიო მონტეირო (ალ ნასრი), რუბენ ნევეში
(ალ ჰილალი), ვიტინია (პსჟ)

თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), კრიშტიანო რონალდუ (ალ ნასრი), დიოგო ჟოტა (ლივერპული), ფრანსისკო კონსეისაო (პორტუ), გონსალო რამუში (პსჟ), ჟოაო ფელიქსი (ბარსელონა), პედრო ნეტო (ვულვერჰემპტონი), რაფაელ ლეაო (მილანი)

მკითხველის კომენტარები / 16 /
რა შემადგენლობაც არ უნდა ყავდეს პორტუგალიას,ჩვენ მაინც მოვუგებთ-ეს არის ქართველი ქომაგის ძირითადი ნაწილის დამოკიდებულება და ცოდნა ევროპის ჩემპიონატების. ნუ პორტუგალია არა მარა ჯგუფიდან გასვლის მოლოდინი ძალიან დიდია,გააჩერეთ ქუჩაში ვინმე და კითხეთ,ათიდან ცხრა გეტყვის რო ჯგუფიდან გავალთ.ასეთი არაადეკვატური ხალხი ვართ ქართველები ყველაფერში,რაც ცოდნის ნაკლებობაზე მიუთითებს.ამ ჯგუფში,გოლი თუ შევაგდეთ და ქულა მოვიპოვეთ,ეს იქნება დიდი მიღწევა,მე ეს მოლოდინი მაქვს.არ შეიძლება უაზრო და ლოგიკას მოკლებული მოლოდინების შექმნა,ასე გუნდსაც და ქართულ ფეხბურთსაც ავნებთ.ვთქვათ და ჩემი მოლოდინი გამართლდა,ავიღეთ ქულა და გავიტანეთ გოლი,ასე გუნდის მენტალიტეტი არ შეირყევა,რადგან მაქსიმუმი დადებული იქნება,ხოლო თუ არაფერი გამოვიდა,მინიმუმი უკვე გვაქვს,ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე ვართ. ხოლო თუ ისე მოხდა და ამ მოლოდინს ვაჯობეთ,თამაში მოვიგეთ და მაინც ვერ გავედით ჯგუფიდან ან გავედით,ეს გუნდის მენტალიტეტზე ძალიან მაგრად იმოქმედებს,რაც დაიგეგმა იმაზე მეტი შესრულდება. ასე მიდიან გამარჯვებულის მენტალიტეტამდე გუნდები და ქვეყნები. ჩვენ არანაირი საფეხბურთო კრიტერიუმით ვერ ვჯობივართ ევროპის ჩემპიონატზე მყოფ ნაკრებებს,ვერცერთს ვერ ვჯობივართ. ხოდა შესაბამისი მოლოდინებიც უნდა გვქონდეს.

პ.ს. ევროკავშირში შესვლის არ იყოს,ტრიკოს ვერ აწარმოებს ქვეყანა და ევროკავშირის წევრობა გვინდა ე.ი. მომსახურების სფეროს უნდა მივაწვეთ. ამაყად უნდა მოვემსახუროთ ევროპელ ხალხს,ხოდა მაგას ხო ისედაც ვაკეთებთ? მარა ქართველი ჯიუტია,უნდა და მორჩა. ერთი ფილმის არ იყოს,გინდა კარგია,უნდა გერგებოდეს.
იასონას უდარი
20:50 21-05-2024
23
ისლანდია გავიდა ჯგუფიდან მსოფლიო ჩემპიონატზე თუ გახსოვთ.ჩვენც გვაქვს შანსი, მითუმეტეს მესამე ადგილიდან შესაძლებელია გასვლა.
ოპტიმისტური პესიმისტი
03:00 22-05-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული