პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა 26 ფეხბურთელი დაასახელა, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატზე წაიყვანს. შეგახსენებთ, პორტუგალია საქართველოს ეროვნულ გუნდთან ერთად ერთ ჯგუფშია და 26 ივნისს, ბოლო ტურში შეხვდება.
მეკარეები: დიოგო კოშტა (პორტუ), ჟოზე სა (ვულვერჰემპტონი), რუი პატრისიუ (რომა)
მცველები: ანტონიო სილვა (ბენფიკა), დანილუ პერეირა (პსჟ), დიოგო დალო (მანჩესტერი), გონსალო ინასიო (სპორტინგი), ჟოაო კანსელო (ბარსელონა), ნელსონ სემედუ (ვულვერჰემპტონი), ნუნუ მენდეში (პსჟ), პეპე (პორტუ), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი)
ნახევარმცველები: ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერი), ჟოაო ნევეში (ბენფიკა), ჟოაო პალინია (ფულჰემი), ოტავიო მონტეირო (ალ ნასრი), რუბენ ნევეში
(ალ ჰილალი), ვიტინია (პსჟ)
თავდამსხმელები: ბერნარდო სილვა (მანჩესტერ სიტი), კრიშტიანო რონალდუ (ალ ნასრი), დიოგო ჟოტა (ლივერპული), ფრანსისკო კონსეისაო (პორტუ), გონსალო რამუში (პსჟ), ჟოაო ფელიქსი (ბარსელონა), პედრო ნეტო (ვულვერჰემპტონი), რაფაელ ლეაო (მილანი)
პ.ს. ევროკავშირში შესვლის არ იყოს,ტრიკოს ვერ აწარმოებს ქვეყანა და ევროკავშირის წევრობა გვინდა ე.ი. მომსახურების სფეროს უნდა მივაწვეთ. ამაყად უნდა მოვემსახუროთ ევროპელ ხალხს,ხოდა მაგას ხო ისედაც ვაკეთებთ? მარა ქართველი ჯიუტია,უნდა და მორჩა. ერთი ფილმის არ იყოს,გინდა კარგია,უნდა გერგებოდეს.