ფანტასტიკური დონარუმა - ესპანეთმა იტალიას მხოლოდ 1:0 სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, B ჯგუფში, ესპანეთმა იტალია 1:0 დაამარცხა და ვადამდე გავიდა პლეი-ოფში.

„ფურია როხა“ ინიციატივას ფლობდა, უტევდა, მეტოქეს გაცილებით სჯობდა. მეკარე დონარუმამ „სკუადრა აძურა“ რამდენჯერმე იხსნა, შესვენების შემდეგ კი უილიამსის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კალაფიორიმ ჩაჭრა. მერე უილიამსის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, დონარუმამ კიდევ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, ბოლოს თავადაც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ იტალიამ გატანა ვერ შეძლო.

ესპანეთი 6 ქულით ლიდერია, იტალია 3 ქულით მეორე ადგილზეა, ალბანეთს და ხორვატიას კი თითო-თითო ქულა აქვთ.

ამ ჯგუფში ბოლო ტური
24 ივნისს გაიმართება - ესპანეთი ალბანეთს, ხოლო იტალია ხორვატიას დაუპირისპირდება.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“. 49 5258 მაყურებელი
ესპანეთი - იტალია 1:0
გოლი: კალაფიორი (55, საკ. კარში)

alt3:0. ესპანეთმა ხორვატიის ძლევით ევროპირველობა დამაჯერებლად დაიწყო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჯერჯერობით რაც მოჩანს, ესპანეთი და გერმანია ყველაზე დომინანტურ ფეხბურთს თამაშობენ. ფინალს დაამშვენებდა ამ ორი გუნდის დაპირისპირება.
soc.press
21 ივნისი 2024 10:22
0
პირველ ტაიმში იტალიას მოწინააღმდეგის კარში საერთოდ არ დაურტყამს და ამ დროს ქართველი კომენტატორი საფეხბურთო ზეიმზე ალაპარაკდა.მინდა ვთხოვო პირველი არხის მესვეურებს ეგ კაცი რომელიმე კარგ ქვეყანაში მიავლინონ რომ ნახოს რა არის ზეიმი.
555
21 ივნისი 2024 07:11
2
ევროპის ჩემპიონმა ევროპაზე ავტობუსი რომ ჩააყენა ასეთი პირველად ვნახე. რას ერჩით? საწადელს მიაღწიეს დიდი ანგარიშით არ წააგეს.
G.LA
21 ივნისი 2024 01:11
3
ავტობუსი კი არ ჩააყენა, კარებს მიაჯაჭვეს და ფეხი არ გაანძრევინეს.

ეს ტაქტიკა კი არ იყო, ეს იყო იძულება..
დათო
21 ივნისი 2024 07:55
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული