ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, D ჯგუფში ავსტრიამ პოლონეთი 3:1 დაამარცხა.

ავსტრია დებიუტში ტრაუნერმა დააწინაურა, პიონტეკმა კი ანგარიში გაათანაბრა. მე-60 წუთზე შეცვლაზე პოლონელთა ლიდერი ლევანდოვსკი შევიდა, რომელმაც ტრავმა მოირჩინა. ავსტრიელებმა კი ზედიზედ ორი გოლი გაიტანეს - შჩესნის კარი ჯერ ბაუმგარტნერმა დალაშქრა, ხოლო შემდეგ ზაბიტცერის მოპოვებული პენალტი არნაუტოვიჩმა გამოიყენა.

ავსტრიას სამი ქულა ქვს, პოლონეთი კი უქულოდაა. დღეს ამ ჯგუფში ნიდერლანდები საფრანგეთს შეხვდება.

ჯგუფში ბოლო ტური 25 ივნისს ჩატარდება: პოლონეთი საფრანგეთს, ხოლო ავსტრია ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.

ბერლინი. „ოლიმპიაშტადიონი“

პოლონეთი - ავსტრია 1:3
გოლები: 0:1 ტრაუნერი
(9), 1:1 პიონტეკი (30), 1:2 ბაუმგარტნერი (66), 1:3 არნაუტოვიჩი (78, პენ)

altლევანდოვსკის გარეშე - პოლონეთი ნიდერლანდებთან დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული