პოლონეთის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე D ჯგუფში 1 ქულით ბოლო ადგილი დაიკავა და რა თქმა უნდა, პლეი-ოფში ვერ გავიდა.
პოლონეთის ფეხბურთის კავშირმა გამოაცხადა, რომ მიუხედავად წარუმატებლობისა, მწვრთნელ მიხალ პრობეჟს არ გადააყენებენ.
"მინდა ყველა ეს სპეკულაცია შევწყვიტო და პირველმა გაცნობოთ, რომ მწვრთნელი და მისი თანაშემწეები სრული მხარდაჭერით სარგებლობენ. გადაწყვეტილება ადრევე იყო მიღებული, მაგრამ გადავწყვიტე, ოფიციალურად დღეს გამომეცხადებინა", - განაცხადა პოლონეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტმა ცეზარი კულეშამ.