ინგლისმა სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ინგლისმა სლოვაკეთი 2:1 დაამარცხა.

სლოვაკები პირველ ტაიმში უფრო სახიფათოდ უტევდნენ და შრანცმა დააწინაურა. მან ტურნირზე მესამე გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში მიქაუტაძეს და მუსიალას დაეწია. აქედან მოყოლებული ინგლისელები იერიშებზე გადავიდნენ. მეორე ტაიმის დასაწყისში ფოდენის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ შანსი სლოვაკებს მიეცათ, მაგრამ სტრელეცმა წინ გამოსული პიკფორდის კარის დალაშქვრა ვერ მოახერხა. ბოლოს საუთგეიტის გუნდი შტურმზე გადავიდა, რაისმა შორიდან ბურთი ძელს გაარტყა, კომპენსირებულ დროში კი ბელინგემმა მაკრატელათი ანგარიში გაათანაბრა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.

91-ე წუთზე კეინმა ინგლისი
წინ გაიყვანა, ბრიტანულმა გუნდმა გაიმარჯვა და მეოთხედფინალში შვეიცარიას შეხვდება.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
ინგლისი - სლოვაკეთი 2:1 (ძირ. დრო 1:1)
გოლები: 0:1 შრანცი (25), 1:1 ბელინგემი (90+5), 2:1 კეინი (91)

altსლოვენიამ 3 ქულით მესამე ადგილი დაიკავა - საქართველოს პლეი-ოფში გასვლა მხოლოდ პორტუგალიის ძლევით შეუძლია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 3 /
სლოვაკეთმა ერთი გოლი გაიტანა და დადგა მლესავივით, რატომ უნდა გავიდეს ეგეთი გუნდი? უკეთესი ფეხბურთი რომ ეთამაშა კი ბატონო
ჟორა
12:15 01-07-2024
0
ეგ არაფერი, შვეიცარია გამოაგდებს!
ლაშა
22:43 30-06-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული