ევროპის ჩემპიონატზე C ჯგუფში ბოლო, მესამე ტური გაიმართა.
ორივე მატჩი - ინგლისი-სლოვენია და დანია-სერბეთი, უგოლოდ დასრულდა.
შედეგად, 5 ქულით პირველი ადგილი ინგლისმა დაიკავა, 3 ქულით მეორე - დანიამ, ამდენივე ქულით მესამე - სლოვენიამ, ხოლო 2 ქულით მეოთხე - სერბეთმა.
ერთი სიტყვით, გაირკვა, რომ საქართველოს ნაკრები მერვედფინალში მხოლოდ პორტუგალიის დამარცხების შემთხვევაში გავა.
კიოლნი. „რეინ ენერგი“
ინგლისი - სლოვენია 0:0
მიუნხენი. „ალიანც არენა“
დანია - სერბეთი 0:0
. სლოვენიამ მეორედ მიიღო ევროპირველობაზე მონაწილეობა და პირველად ითამაშებს პლეი-ოფში.
. დანია მერვედფინალში გერმანიას შეხვდება.
. უკმაყოფილო ინგლისელმა გულშემატკივრებმა ნაკრების მწვრთნელ საუთგეიტს შეხვედრის დასრულების შემდეგ პლასტმასის ჭიქები ესროლეს.