წვალებით - ინგლისმა შვეიცარიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისმა შვეიცარია პენალტების სერიაში დაამარცხა და 1/2-ფინალში ზედიზედ მეორედ გავიდა.

მატჩი ლამაზი სანახავი არ გამოდგა. 75-ე წუთზე ემბოლომ ნდოიეს გადაცემულ ბურთს პიკფორდის კარში მიუჩინა ადგილი და შვეიცარია დააწინაურა. თუმცა, საკამ მალე შორიდან ანგარიში გაათანაბრა (ეს კარში ინგლისელთა პირველი დარტყმა იყო) და ძირითადი დრო ფრედ დასრულდა.

ექსტრა ტაიმებში უფრო აქტიურები შვეიცარიელები იყვნენ, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს, 1:1, პენალტების სერიაში კი საუთგეიტის გუნდმა იმარჯვა.

ინგლისის ნაკრებმა ტურნირზე ძირითად დროში მხოლოდ ერთი შეხვედრა მოიგო.

10 ივლისს, ნახევარფინალში ინგლისი ნიდერლანდებსა და თურქეთს
შორის გამარჯვებულს შეხვდება.

დიუსელდორფი. „დიუსელდორფ არენა“. 46 907 მაყურებელი
ინგლისი - შვეიცარია 1:1 (პენ 5:3)
გოლები: 0:1 ემბოლო (75), 1:1 საკა (80)

altინგლისმა სლოვაკეთს თამაში შემოუტრიალა და 1/4-ფინალში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ესპანეთი და გერმანია იყვნენ ყველაზე ნორმალურები. იმედია ესპანეთი გახდება ჩემპიონი.
შაკო
11:23 07-07-2024
1
ინგლისი..იტალია..თვით საფრანგეთი..რომ3ლსაც უძლიერესი შემადგენლობა ყავს..გამართულ ..სანახაობრივ ფეხბურთს ვერ თამაშობს..პლუს როგორი შემტევები ყავთ და 5 თამაშში თითო გოლი..ასეთი უსახური ევრრო რავი..ალბათ ისტორიაში შევა ..
კიეზა
09:00 07-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული