საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მცველი ფრანკ ლებეფი მიიჩნევს, რომ კილიან მბაპე ძირითად შემადგენლობაში თამაშს არ იმსახურებს.
"ვფიქრობ, ჩვენ კილიანთან დაკავშირებით რეალური პრობლემა გვაქვს. თუ შენ ტრავმირებული ხარ და 100%-ით თამაში არ შეგიძლია, მაშინ ჯობია საერთოდ არ ითამაშო. ჩემი აზრით, თუ ფეხბურთელს შეუძლია თავისი შესაძლებლობების მხოლოდ 50% მოგცეს, მაშინ გუნდს ცუდ სამსახურს უწევს. მბაპეს არ შეუძლია ხეირიანად გაიქცეს. მუდმივად ისწორებს თავის ნიღაბს", - ციტირებს ლებეფს Get French Football News-ი.