"დიდი იმედი მაქვს, ორშაბათს საუთგეიტს სერის წოდება ექნება" - პოლ მერსონი

AutoSharing Option
"არსენალის" ყოფილმა ფეხბურთელმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტმა პოლ მერსონმა ევრო 2024-ის ფინალის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სჯერა, რომ ინგლისის ნაკრები ტურნირის მოგებას მოახერხებს.

"არასოდეს მეგონა, რომ ამას ვიფიქრებდი. წარსულში უფრო ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი გვყავდა, მაგრამ დღეს მჯერა, რომ ფინალს მოვიგებთ.

მატჩის ხარისხი დაბალია? არავის ახსოვს 1998 წელს საფრანგეთის ნაკრების თამაში ჯგუფურ ეტაპზე, მაგრამ ყველას გვახსოვს, რომ ტურნირის ფინალში ბრაზილია დაამარცხეს.

ინგლისის ნაკრების მწვრთნელობა უმაღლესი წერტილია. მსოფლიო ჩემპიონატამდე კი სულ რაღაც 2 წელი დ
არჩა და ვფიქრობ, რომ საუთგეიტმა წასვლის გადაწყვეტილება არ უნდა მიიღოს, რა თქმა უნდა, თუ არ გაათავისუფლებენ.

გარეთმა ბრწყინვალედ იმუშავა. ხშირად ვაკრიტიკებდით, თუმცა სიმშვიდე არ დაუკარგავს და კონფლიქტის გამომწვევი კომენტარიც კი არ გაუკეთებია. იმედი მაქვს, რომ ორშაბათს სერის წოდებას მიიღებს", - განაცხადა მერსონმა საუთგეიტზე.

შეგახსენებთ, დღეს, 14 ივლისს, თბილისის დროით 23:00 საათზე, ევრო 2024-ის ფინალში ინგლისი ესპანეთს დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 5 /
სე ლა ფუენტეს უფრო მოუხდება დონ-ის წოდება! ხელმოცარულ ინგლისელებს არცერთი ხერიანი მწვრთნელი არ ჰყოლიათ და იმედია ვერასოდეს ვერაფერს გახდებიან, რადგან 10-ჯერ მეტს ხარჯავენ, ვიდრე იტალია, ესპანეთი, საფრანგეთი ან გერმანია ცალ-ცალკე აღებული, მაგრამ ხელმოცარული ხელმოცარულია (ეს სიტყვა ძალიან უყვართ და შეერგოთ!)!
ლაშა
13:07 14-07-2024
12
... ან შუა ასო-ბგერა შეიცვლება
ურო
13:08 14-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული