"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირმა და "ოქროს ბუცის" მფლობელმა გიორგი მიქაუტაძემ "ინსტაგრამის" მეშვეობით განცხადება გაავრცელა:

"ვამაყობ, რომ ევრო 2024 საუკეთესო ბომბარდირებთან ერთად დავასრულე. კიდევ ერთხელ ვულოცავ საქართველოს ნაკრებს, ამ საოცარ გუნდს, რომლის გარეშეც ეს შეუძლებელი იქნებოდა."

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძემ ევროპირველობაზე 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასიც ჰქონდა. უეფამ დამატებით პარამეტრებს ყურადღება აღარ მიაქცია და ჯილდო ყველას გადაუნაწილა, ვის ანგარიშზეც 3 შედეგიანი დარტყმა იყო.

რაც შეეხება მიქაუტაძის საკლუბო მომავალს, ვიცით, რომ ის "მეცს" დატოვებს, ყველაზე მეტად კი "მონაკოს" უკავშირებენ. ეს სატრანსფერო ამბავი
გაიწელა და გამორიცხული არაა, იტალიური "რომა" კვლავ აქტიურობდეს.

altქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...

altესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 6 /
გილოცავთ ყველას.. საუკუნის მიღწევაა ნამდვილად!!!
ჯორჯო ბიძია
22:03 15-07-2024
2
ეს ერთი და ...მომავალში სხვა მრავალი !..
მამუკა
21:01 15-07-2024
1
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული