"ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა" - უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა

AutoSharing Option
უკრაინელმა ჟურნალისტმა მიხაილ სპივაკოვსკიმ Youtube-არხ TaToTake-ზე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, რომელიც სერგეი რებროვის გუნდში ევრო 2024-ზე ტურნირში ჩართვამდე მოხდა.

"მე და სხვა არაერთმა ადამიანმა ვიცით ის ამბავი, რომელიც უბრალოდ არ უნდა მომხდარიყო. უკრაინის ნაკრები უკვე ბაზაზე იყო და მეორე დღეს რუმინეთთან მატჩისთვის ემზადებოდა, რომელიც საბოლოოდ 0:3 დათმო.

ერთ-ერთი ფეხბურთელი კი ვარჯიშის შემდეგ ბაზიდან სასტუმროში წავიდა და მთელი ღამე იქ მეუღლესთან დარჩა. ამას ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში დიდი განხილვა და გუნდიდან გარიცხვა მოჰყვებოდა, მაგრამ მსგავსი არაფერი მომხდარა.

საინტერესოა, რომ ეს
ფეხბურთელი რუმინეთთან შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეულში გახლდათ", - ამბობს სპივაკოვსკი.

ინფორმაციისთვის, უკრაინის ნაკრები ევრო 2024-ზე ჯგუფში ჩარჩა. სერგეი რებროვის გაწვრთნილი გუნდი ერთა ლიგის B ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეა და 11 ოქტომბერს შემდეგ შეხვედრას სანიოლის გაწვრთნილებთან პოზნანში გამართავს.

altუკრაინელი მწვრთნელი: ყველაზე პროგრესირებადი საქართველოა - ისინი შეტევაში გაიქცევიან

მკითხველის კომენტარები / 6 /
დიდი არც არაფერი მომხდარა... ვერ ენდო თავის მეუღლეს, რომ მარტოდ დაეტოვებინა სასტუმროში. ჩვეულებრივი ამბავია სლავ ქალბატონებში.
tngh
18:03 13-09-2024
25
გასაგებია, ანუ, მის მეუღლესთან სხვა უნდა დარჩენილიყო და ეს ფეხბურთელი კი ბაზაზე.
როდის აქვთ კიდევ ამათ თამაში? ჰო, ჩვენთან, პოლონეთში. :)
ჯეჯე
15:02 13-09-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული