ცნობილმა უკრაინელმა მწვრთნელმა ვიტალი კვარციანიმ ua-football-თან ერთა ლიგაზე მათი ნაკრების მიერ განცდილი ორი მარცხის შემდეგ შანსები შეაფასა და საქართველოს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა:
"ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ ყოფილი სსრკ-ის ქვეყნებიდან ყველაზე პროგრესირებადი საქართველოა. გუნდს, რომელიც არასტანდარტულად თამაშობს და ჯგუფში ლიდერობს, ჩვენი ეროვნული გუნდი მესამე ტურში უნდა შეხვდეს - პოლონეთის ქალაქ პოზნანის პირობით საშინაო არენაზე. ერთი ტურის შემდეგ კი - თბილისში. სამწუხაროა, რომ კალენდრის მიხედვით ალბანეთთან გასვლითი დაპირისპირება ნოემბერში გვაქვს, თორემ ამ ქვეყანაში სტუმრობა და ზღვაში ბანაობა შეგვეძლებოდა (იცინის). თუ სერიოზულად, საქართველოსთან
ადვილი თამაშები არ გველოდება.
დარწმუნებული ვარ, საკმაოდ საინტერესო შეხვედრები იქნება. შესაძლოა, ინდივიდუალურად ძლიერი ქართველები შეტევაში მხიარულად გაიქცევიან, ჩვენ კი ამას გამოვიყენებთ. ყველა "ძალისმიერი" ნაკრები ხომ, როგორებიც ალბანეთი და ჩეხეთია, დაცვაზე ფიქრობს, ხოლო საქართველო სტილით სხვაა - ეს ტექნიკური, იმპროვიზებული გუნდია. მისი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა და ახლა ორი გამარჯვება ერთა ლიგის ორ მატჩში, სადაც ის ჯგუფში პირველ ადგილზეა, იმას ადასტურებს, რომ საინტერესო ბრძოლა იქნება. საქართველოსთან მატჩებში წარმატებული შედეგის მიღწევის იმედი არსებობს, თუმცა უკრაინის ნაკრებს ძალიან გაუჭირდება".