ამხ. მატჩები: ინგლისის ნაკრებმა პორტუგალიას მოუგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
2 ივნისს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის მონაწილე გუნდებმა - ინგლისისა და პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებებმა ამხანაგური შეხვედრა ჩაატარეს. ლონდონში, "უემბლიზე" გამართულ მატჩში გამარჯვება ინგლისელებს დარჩათ - 1:0.

შეხვედრის ერთადერთი გოლი მატჩის მიწურულს კრის სმოლინგმა (86-ე წუთი) გაიტანა. აღსანიშნავია, რომ მანამდე სტუმრებს 35-ე წუთზე ბრუნუ ალვეში გაუძევეს.

ევრო 2016 საფრანგეთში სტარტს 10 ივნისს აიღებს. ინგლისის ნაკრების პირველი მეტოქე რუსეთი იქნება (11 ივნისს), ხოლო პორტუგალიის - ისლანდია (14 ივნისს).
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული