გერმანულ პრესაში დაიწერა, რომ ლეონი "რეკორდმაისტერის" რიგებს მომავალი სეზონის ბოლოს მიაშურებს, მას შემდეგ, რაც "შალკესთან" კონტრაქტი დაუსრულდება.
""ბაიერნთან" არანაირი წინასწარი შეთანხმება არ მაქვს. ეს სრული სისულელეა. ვიცი, რომ ეს თემა ხალხს აინტერესებს, მაგრამ ჭორების გავრცელება საჭირო არაა. მე უკვე ვთქვი, რომ თუ მივიღებ გადაწყვეტილებას, აუცილებლად გამოვაცხადებ ამის თაობაზე. ჯერ არ მიმიღია გადაწყვეტილება. რას ვიზამ, ეს ერთბაშად რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული", - აღნიშნა გორეტცკამ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"