უსმან დემბელე: დორტმუნდში ვრჩები

AutoSharing Option
"დორტმუნდის" ერთ-ერთმა ლიდერმა, 20 წლის უსმან დემბელემ განაცხადა, რომ გერმანულ კლუბში ბედნიერია და მის დატოვებას არ აპირებს. არადა, ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ გამორჩეულ ტალანტზე "ბარსელონა", "რეალი" და "პარი სენ-ჟერმენი" ნადირობენ.

"მე ეს ჭორები არ მაინტერესებს. არსად მივდივარ. "დორტმუნდში" თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ. თავის დროზე "რენიდან" აქ შეგნებულად გადმოვედი, რადგამ ეს გუნდი ძალიან მესიმპათიურებოდა. რაც შეეხება ობამეიანგს, ძალიან მიხარია, რომ მან "დორტმუნდში" დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო. ის ჩემთვის ძმასავითაა." - თქვა დემბელემ.

ცნობისათვის, "დორტმუნდი" სეზონს 5 აგვისტოს გახსნის და გერმანიის სუპერთასისათვის მიუნხენის "ბაიერნთან"
იბრძოლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული