"ბორუსიას" 12 წლის ფეხბურთელის დუბლი 17-წლამდელთა გუნდში
AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიასა" და "უნტერატის" 17-წლამდელთა გუნდების შეხვედრაში დორტმუნდელთა მხრიდან თავი დუბლით გამოიჩინა კამერუნული ფესვების მქონე გერმანელმა თავდამსხმელმა იუსუფ მუკოკომ.
ერთი შეხედვით, ამაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ მუკოკო მხოლოდ 12 წლისაა და ის თავისზე 4-5 წლით უფროს ფეხბურთელებთან თამაშობს.
ბუნებრივია, მუკოკო "ბორუსიას" აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლება.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.