იოახიმ ვატცკე: "ბარსელონა" დემბელეს ერთი მილიმეტრითაც არ მიახლოებია

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსიას" აღმასრულებელი დირექტორი ჰანს-იოახიმ ვატკე "ბარსელონას" წარმომადგენელს გამოეხმაურა.

გუშინ "ბარსას" გენერალურმა მენეჯერმა პეპ სეგურამ განაცხადა, რომ კატალონიელები ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს გაფორმებასთან ახლოს არიან. დღეს კი მას ვატცკემ უპასუხა:

"ბარსელონა" დემბელეს ტრანსფერს ერთი მილიმეტრითაც კი არ მიახლოებია. ვერ გეტყვით, რატომ თქვა სეგურამ ასეთი რამ. შესაძლოა, ესპანეთის სუპერთასზე "რეალთან" მისი გუნდის მარცხმა თავბრუსხვევა გამოიწვია", - განაცხადა ვატცკემ.

- "ბარსას" გენერალური დირექტორი: დემბელესა და კოუტინიოს გაფორმებასთან ახლოს ვართ
მკითხველის კომენტარები / 1 /
თვაბრუსხვევაზეა თუ არის საუბარი ალბათ შენ თავს ვერ უნდა წევდე საერთოდ ბაიერნის ხელში, ან ვინ გეკითხება საერთოდ დარჩება თუ არა ერთია პრობლემები შექუმნა წასვლაში
კოლა
20:55 17-08-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული