გუშინ "ბარსას" გენერალურმა მენეჯერმა პეპ სეგურამ განაცხადა, რომ კატალონიელები ფილიპე კოუტინიოსა და უსმან დემბელეს გაფორმებასთან ახლოს არიან. დღეს კი მას ვატცკემ უპასუხა:
"ბარსელონა" დემბელეს ტრანსფერს ერთი მილიმეტრითაც კი არ მიახლოებია. ვერ გეტყვით, რატომ თქვა სეგურამ ასეთი რამ. შესაძლოა, ესპანეთის სუპერთასზე "რეალთან" მისი გუნდის მარცხმა თავბრუსხვევა გამოიწვია", - განაცხადა ვატცკემ.
- "ბარსას" გენერალური დირექტორი: დემბელესა და კოუტინიოს გაფორმებასთან ახლოს ვართ