ჰანს-იოახიმ ვატცკე: "ბარსელონას" ნაცვლად სხვა გუნდს რომ მიეწვია, დემბელე ასე არ მოიქცეოდა

AutoSharing Option
"დორტმუნდის" გენერალურმა დირექტორმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ თავისი გუნდის ნახევარმცველის უსმანა დემბელეს "ბარსელონაში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი:

"დემბელე ჯერ 20 წლისაა, ზრდასრული არაა. ნათელია, სხვა გუნდს რომ მიეწვია, ასე არ მოიქცეოდა, მაგრამ "ბარსა" მისთვის მნიშვნელოვანია. ყოველთვის ამბობდა, რომ ასულგრანაში სურს თამაში. თუმცა, იცის გაუჭირდება, რადგან იქ ლეო მესი და ლუის სუარესი არიან.

ვუთხარით, სურვილს შეგისრულებთ, ოღონდ არა ჩვენთან ჩატარებული პირველი სეზონის შემდეგ-თქო. მეგონა "ბარსელონა" დიადი კლუბია, რომელიც სხვებს პატივს სცემს. ახლა ამაში დარწმუნებული არა ვარ.

დემბელე მათთვის პრიორიტეტული ვარიანტია, სხვა გეგმა არა
აქვთ. უსმანას სატრანსფერო თანხა დავუსახელეთ და მას ცენტსაც არ დავუკლებთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული