"ბაიერნის" მიმართვა UEFA-ს: ნუ აღმოვჩნდებით კომიკურ სიტუაციაში

AutoSharing Option
"ბაიერნის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ უპრიანია, სატრანსფერო ფანჯარა უფრო ადრე დაიხუროს, ვიდრე ახლაა. მოგეხსენებათ, თანამედროვე კანონების მიხედვით ეს 31 აგვისტოს ხდება.

"ვიცი, რომ ადრე უეფა სერიოზულად ფიქრობდა ამ თემაზე და კარგი იქნება, თუ ისინი ამ საკითხს მიუბრუნდებიან. ჩემი აზრით, სატრანსფერო ფანჯარა ყველაზე გვიან უნდა იკეტებოდეს მაშინ, როცა სტარტს იღებს ქვეყნების ჩემპიონატები. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ კომიკურ სიტუაციასთან გვექნება საქმე.

ჩემი აზრით, მეტი ჩართულობაა საჭირო კლუბების მხრიდან, რათა ამ საკითხზე იყოს ფოკუსირებული მეტი ყურადღება. ჩვენ ერთიანი
ძალისხმევით უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი, კლუბების აზრი მეტად იყოს გათვალისწინებული.

ამავე საკითხზე ისაუბრა "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმაც:

"თუ სატრანსფერო ფანჯარა ადრე დაიხურება, ეს ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, უფრო პირიქით - პირადად მე მომხრე ვარ იმისი, რომ სატრანსფერო ფანჯარა დაიხუროს 31 ივლისს. ჩემი აზრით, ეს შექმნილი სიტუაციიდან ადეკვატური გამოსავალი იქნება.

რაც ბოლო დროს ხდება მსოფლიო ფეხბურთში, ნამდვილი სიგიჟეა. ჩვენ ამ სიგიჟის საპასუხოდ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტი და ესაა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადების ცენტრი. ჩვენ ერთგულნი ვართ იმ საკლუბო ფილოსოფიისა, რომელიც "ბაიერნში" უკვე წლებია, შემუშავებულია.

კლუბები ასტრონომიულ თანხებს იხდიან ფეხბურთელებში, ჩვენი გეზი კი სხვაა და ვფიქრობთ, არ ვცდებით", - განაცხადა ჰიონესმა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული