"ვიცი, რომ ადრე უეფა სერიოზულად ფიქრობდა ამ თემაზე და კარგი იქნება, თუ ისინი ამ საკითხს მიუბრუნდებიან. ჩემი აზრით, სატრანსფერო ფანჯარა ყველაზე გვიან უნდა იკეტებოდეს მაშინ, როცა სტარტს იღებს ქვეყნების ჩემპიონატები. თუ ეს ასე არ მოხდა, ჩვენ კომიკურ სიტუაციასთან გვექნება საქმე.
ჩემი აზრით, მეტი ჩართულობაა საჭირო კლუბების მხრიდან, რათა ამ საკითხზე იყოს ფოკუსირებული მეტი ყურადღება. ჩვენ ერთიანი
ამავე საკითხზე ისაუბრა "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმაც:
"თუ სატრანსფერო ფანჯარა ადრე დაიხურება, ეს ჩვენთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, უფრო პირიქით - პირადად მე მომხრე ვარ იმისი, რომ სატრანსფერო ფანჯარა დაიხუროს 31 ივლისს. ჩემი აზრით, ეს შექმნილი სიტუაციიდან ადეკვატური გამოსავალი იქნება.
რაც ბოლო დროს ხდება მსოფლიო ფეხბურთში, ნამდვილი სიგიჟეა. ჩვენ ამ სიგიჟის საპასუხოდ გვაქვს ძალიან მყარი არგუმენტი და ესაა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების მომზადების ცენტრი. ჩვენ ერთგულნი ვართ იმ საკლუბო ფილოსოფიისა, რომელიც "ბაიერნში" უკვე წლებია, შემუშავებულია.
კლუბები ასტრონომიულ თანხებს იხდიან ფეხბურთელებში, ჩვენი გეზი კი სხვაა და ვფიქრობთ, არ ვცდებით", - განაცხადა ჰიონესმა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"