რუმენიგემ და ჰიონესმა ლევანდოვსკის შეუტიეს

AutoSharing Option
"ბაიერნის" პოლონელმა თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკის რომ განაცხადა, ჩვენი გუნდი ტოპ-ფეხბურთელებით გაძლიერებას საჭიროებსო და ამაზე "რეკორდმაისტერის" ყოფილი ნახევარმცველის შტეფან ეფენბერგის უარყოფით რეაქციაზე უკვე მოგახსენეთ და იმის თაობაზეც ჩაგაყენეთ საქმის კურსში, რომ ბავარიელთა ექს-ჰავბეკმა მარიო ბასლერმა მწვრთნელის კარლო ანჩელოტის ზამთარში ჩინეთში შესაძლო გადაბარგება იუწყა.

ლევანდოვსკის კლუბის ხელმძღვანელებმა შეუტიეს. მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ თქვა, რომ რობერტს კვლავ მისი აგენტი მაიკლ ბარტელი ახელებს, ის ინტერვიუც მისი ნახელავია და ბარტელი ვნებს თავის კლიენტს.

"თუ ლევანდოვსკი ნანობს ჩვენს აზიურ ტურნეში მონაწილეობას, მაშინ უნდა იცოდეს, რომ
მისი სავარაუდოდ ოცნების გუნდი "რეალი" ჩვენზე უფრო ცხელ ადგილებში 24 დღე იყო.

გასული სეზონის ბოლოს "ფრაიბურგთან" ნამატჩევს თანაგუნდელები მოედანზე არასათანადო მხარდაჭერაში სახალხოდ დაადანაშაულა. ეს არასწორია. ჩვენთან კონტრაქტი 2021 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული და მისდა სამწუხაროდ ხელშეკრულებაში გამოსასყიდი თანხა ჩაწერილი არაა", - დასძინა კალემ.

თავისი პოზიცია "ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმაც დააფიქსირა:"ერთ მომენტს განვმარტავ, "დორტმუნდის" მსგავსად ჩვენს გუნდში ფეხბურთელებმა ყოველ 6 თვეში არ უნდა ისაუბრონ ნავთსაყუდელის გამოცვლაზე. მათი საქმე თამაშია და მეტი არაფერი.

სტატიის პირველი ნაწილი არასასიამოვნო წასაკითხი გახლდათ, მაგრამ როდესაც წერილს მთლიანად გავეცანი, მივხვდი, ყველაფერი არცთუ ისე ცუდად იყო ნათქვამი. ყოველთვის კარგია, როდესაც ფეხბურთელი წუხს საკუთარ გუნდზე. ეს მის პიროვნებაზე მეტყველებს. თუმცა, ჯობია თამაშზე იფიქროს".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ვერნერი იყიდეთ სანამ ვინმეს ცხვირწინ არ აუცლია, მერე ეს გაყიდეთ 150 მილიონად
Bavaria
23:40 11-09-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული