მართლა 12 წლისაა ვითომ ეს მუკოკო?

AutoSharing Option
ალბათ, დაგვეთანხმებით, ამ ბიჭს როდესაც შეხედავ, აშკარად ეჭვი შეგეპარება, რომ 12 წლისაა. იუსუფ მუკოკო დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელია, გერმანიის 16-წლამდელთა ნაკრებში თამაშობს და მამამისი ჯოზეფი ამტკიცებს, რომ წლოვანება შვილისთვის არ გადაუკეთებია.

ირწმუნება, 2004 წლის 20 ნოემბერს დაიბადა, კამერუნის დედაქალაქ იაუნდეში გერმანიის საელჩოში მივედი და მაშინვე დავარეგისტრირე, აგერ მაქვს დაბდების მოწმობაო.

გერმანიის ფეხბურთის კავშირის პრეს-სამსახურმა განაცხადა, რომ „ბორუსიასთან“ ერთად გამოიკვლიეს იუსუფის წლოვანება და არანაირ დარღვევას ადგილი არა აქვს. ვითომ?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული